უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 მაისი, 2018 16:35
font-size

FAO-მ და შვეიცარიის დელეგაციამ საქართველოში ცხოველთა იდენტიფიკაციის პროექტის მიმდინარეობა შეაფასეს

საქართველოში ვიზიტად მყოფი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გენერალური დირექტორი მანუელ ზაგერი ახალციხეში სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას ეწვია. შეხვედრებზე რეგიონში ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის (NAITS) მიმდინარეობა მიმოიხილეს. პროექტს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ახორციელებს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, შვეიცარიისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოების ფინანსური მხარდაჭერით.

მანუელ ზაგერი იმ პროცესებს გაეცნო, რომლებიც ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის (NAITS) ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში მიმდინარეობს: მსხვილფეხა საქონელს ყურზე უმაგრდება საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნები, ხოლო მონაცემები, ვეტერინარული ზედამხედველობის ფარგლებში ცხოველისათვის ჩატარებული აცრების შესახებ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირდება.

ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის, ახალ, გაუმჯობესებულ სისტემაზე გადასვლა, 2016 წლიდან დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, განახლების პროცესშია მონაცემთა ელექტრონული ბაზა, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დროის უმოკლეს მონაკვეთში მოახდინონ დაავადებების მიკვლევა და მისი დროული ლოკალიზება/ლიკვიდირება.

„იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რადგან იგი პირდაპირ უკავშირდება, როგორც სურსათის უვნებლობას, ასევე ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიურ მდგომარებას. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო პირველი ქვეყნაა, რომელიც იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამას ახორციელებს, რაც მთლიანად რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი“ - განაცხადა FAO-ს იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ხელმძღვანელმა, მიხეილ სოხაძემ.

ლაბორატორიაში ვიზიტისას, ყურადღება გამახვილდა მის გამართულ მუშაობაზე, რომელიც სამცხე-ჯავახეთის, როგორც სასაზღვრო რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვენლოვანია, დაავადებათა კონტროლის თვალსაზრისით.

„საქონლის დიდი ნაწილი, ზაფხულში გადასარეკი ტრასებით, სწორედ სამცხე-ჯავახეთში იყრის თავს, შესაბამისად, ლაბორატორიული კონტროლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რეგიონში უსაფრთხო გარემოს შესანარჩუნებლად. ლაბორატორიული კვლევები, თუნდაც ბრუცელოზის პროგრამის ფარგლებში, გვეხმარება სხვადასხვა დაავადების გამოვლენაში და შესაბამისი პრევენციული სამუშაოების დაგეგმვაში“ - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალციხის ოფისის უფროსმა ლია ბექაურმა.

რეგიონში ვიზიტი მანუელ ზაგერმა, პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებთან შეხვედრის შემდგომ, ადგილობრივ წარმატებულ საწარმოში ვიზიტით დაასრულა.

ვიძლევი პირობას, ყველა პენსიონერს დედაქალაქში უფასო წამლები ექნება - ირაკლი კუპრაძე

22 სექტემბერი, 2025 , 14:01

ვიძლევი პირობას, რომ ყველა პენსიონერს დედაქალაქში უფასო წამლები ექნება - ეს არის აუცილებელი, გარდაუვალი საჭირო ცვლილება, რომელსაც ჩვენ აუცილებლად მოვიტანთ, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოსა“ და „

ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში

22 სექტემბერი, 2025 , 13:15

30 სექტემბრის ჩათვლით, დარეგისტრირდი საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში, მიიღე პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და რაც მთავარია, დაეუფლე მომავლის პროფესიების

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

22 სექტემბერი, 2025 , 13:08

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პლასტიკის პროდუქციის მწარმოებლებთან, იმპორტიორებთან და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ისეთი მოდელის შემუშავების და დანერგვის აუც

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღზარდა, ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას, აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, გამოცხადდა დამოუკიდებლობის აღდგენა - ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი, 2025 , 12:53

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ არაერთი თაობა აღუზარდა ჩვენს ქვეყანას. ეს სასახლე ინახავს ჩვენს დემოკრატიულ ისტორიას – სწორედ აქ დაიდო ბინა პირველი რესპუბლიკის მთავრობამ, აქ გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობის ა

ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე

22 სექტემბერი, 2025 , 12:43

დარწმუნებული ვარ, ეროვნული სასახლე კიდევ მრავალ თაობას აღუზრდის ჩვენს ქვეყანას, კიდევ მრავალი თაობა დაეუფლება აქ ხელოვნების, მეცნიერების საფუძვლებს, ეზიარება სპორტს და კიდევ ბევრი ღირსეული ადამიანი შეემატება ჩვენს კულტურ

საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო

22 სექტემბერი, 2025 , 12:29

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2025 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ დაჯილდოებაზე საქართველოს ბანკი სამომხმარებლო მიმართულებით როგორც ქვეყნის, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბ