უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

12 ივნისი, 2017 18:00
font-size

FAO-მ წიგნის „ვაშლის წარმოების სანიმუშო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა“ პრეზენტაცია გამართა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და რევაზ ასათიანი წიგნის „ვაშლის წარმოების სანიმუშო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა“ პრეზენტაციას დაესწრნენ.

აღნიშნული გამოცემა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ავსტრიის განვითარების კოოპერაციის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გამოცემა, რომელიც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტებმა საზოგადოებას წარუდგინეს, ევროპულ გამოცდილებაზე დაყრდნობით და ქართული რეალობის გათვალისწინებით, ვაშლის წარმოების ყველა ეტაპზე საჭირო რჩევებსა და რეკომენდაციებს მოიცავს.

გამოცემის გარდა, მომზადდა სასწავლო ვიდეო, სადაც FAO-ს სანიმუშო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის ექსპერტი ვაშლის ინტენსიური ბაღის სანიმუშო გასხვლის დემონსტრირებას ახდენს.

აღსანიშნავია, რომ ვაშლის შესახებ მომზადებული წიგნი და ვიდეო პირველია სანიმუშო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის სერიიდან. უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება გამოცემები და სასწავლო ვიდეოები ხურმის, ატმის, თხილისა და მანდარინის წარმოების სანიმუშო პრაქტიკის შესახებ.

წიგნის პრეზენტაციას სოფლის მეურნეობის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ფერმერთა ასოციაციის (GFA), სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2023 წელს ეკონომიკა 7.8 %-ით გაიზარდა - „საქსტატი“

15 ნოემბერი, 2024 , 12:12

„საქსტატი“ მთლიანი შიდა პროდუქტის 2023 წლის მონაცემებს აქვეყნებს. „საქსტატის“ ცნობით, დაზუსტებული მონაცემებით 2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 80 882.8 მლნ. ლარს გა

იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტი 4.9 პროცენტით შემცირდა

21 ოქტომბერი, 2024 , 11:37

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 786.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.1

იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3.7 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

21 ოქტომბერი, 2024 , 11:22

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 16 777.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდ

სექტემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.6 პროცენტი შეადგინა - საქსტატი

3 ოქტომბერი, 2024 , 11:45

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნი

2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 10.3 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

9 სექტემბერი, 2024 , 12:29

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის მეორე კვარტალში 574.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის მეორე კვარტლის დაზუსტე

2024 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკა 13.0 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

30 აგვისტო, 2024 , 14:10

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 13.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვ