უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

16 ოქტომბერი, 2025 15:37
font-size

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე რუსეთის ფედერაციის ხუთი მოქალაქე დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის ხუთი მოქალაქე დააკავა.

„გამოძიებით დგინდება, რომ ერთ-ერთი კომპანია, საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგისტრაციისა და ნებართვის გარეშე, ახორციელებდა ვირტუალური აქტივების მომსახურებას, როგორც არალეგალური ოფისის, ასევე ე.წ. საკურიერო სერვისის შეთავაზებით. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ახდენდა ასობით მილიონი ლარის ექვივალენტი ვირტუალური აქტივების ტრანზაქციას, რითიც ჩართული იყო ქვეყანაში საერთაშორისო უკონტროლო ტრანზაქციების განხორციელებაში.

გამოძიებით ასევე ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, საქართველოში, სავარაუდოდ სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, ავტომობილებით ახდენდნენ დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შემოტანას და ვირტუალური აქტივების შეძენას, რის შემდეგაც დაუსაბუთებელ ქონებას აძლევდნენ კანონიერ სახეს. მიუხედავად მსხვილი ოპერაციებისა, ფიგურანტ კომპანიასა და ფიზიკურ პირებს ბიუჯეტში თანხის გადახდა არ უფიქსირდებათ“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მათივე ცნობით, თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული კომპანიის ოფისიდან ამოღებულია 371 000 აშშ დოლარი, სააღრიცხვო მონაცემები, დოკუმენტაცია და კომპიუტერული ტექნიკა. აგრეთვე, ამოღებულია ერთი ფიზიკური პირისგან ვირტუალური აქტივების შესაძენად გადასაცემი – 100 000 აშშ დოლარი, რუსეთის ფედერაციის სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილებიდან – 250 000 აშშ დოლარი, ჯამში – 721 000 აშშ დოლარი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან 12 წლამდე ვადით.

„გამოძიების ფარგლებში ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა-მხილების, გადასახადისათვის თავის არიდებისა და შესაძლო უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის დამატებითი ფაქტების გამოსავლენად.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მკაცრ პოლიტიკას“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

18-19 ოქტომბრის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის14 პირია დაკავებული - შსს

21 ოქტომბერი, 2025 , 18:37

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18-19 ოქტომბრის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისთვის, 14 პირია დაკავებული. დაკავებულთაგან ერთ-ერთი გადაყვან

„ფორმულას“ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 13:19

„ფორმულას“ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს. ამასთან, ცოტა ხნის წინ თავად ქეთა ციცქიშვილმა დაწერა საკუთარ

გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია (იგივე სანდრო) ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები - ამოღებულია ნაღდი ფული, ჯამში 7 მლნ 2 200 აშშ დოლარისა და 136 ათასი ლარის ოდენობით - სუს-ი

18 ოქტომბერი, 2025 , 17:29

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გუშინ ჩატარებული ჩხრეკის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს და განმარტავს, რომ გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის,

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 16 პირი დავაკავეთ, სულ 62 პირია დაკავებული - გელა გელაძე

17 ოქტომბერი, 2025 , 17:45

4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა კიდევ 16 პირი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით,

თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირია დაკავებული

17 ოქტომბერი, 2025 , 12:16

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა. ამის შესახებ სუს-ში გამ

გამთენიისას საპოლიციო ძალების მიერ დაკავებული აქტივისტების რიცხვი კიდევ გაიზარდა

17 ოქტომბერი, 2025 , 10:59

გამთენიისას საპოლიციო ძალების მიერ დაკავებული აქტივისტების რიცხვი კიდევ გაიზარდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია მინიმუმ 9 პირი. აქტივისტების ინფორმაციით, სხვადასხვა იზოლატორში გადაიყვანეს:  -მარიამ