უკან
სამართალი

17 ოქტომბერი, 2025 10:59

გამთენიისას საპოლიციო ძალების მიერ დაკავებული აქტივისტების რიცხვი კიდევ გაიზარდა
გამთენიისას საპოლიციო ძალების მიერ დაკავებული აქტივისტების რიცხვი კიდევ გაიზარდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკავებულია მინიმუმ 9 პირი. აქტივისტების ინფორმაციით, სხვადასხვა იზოლატორში გადაიყვანეს:
- -მარიამ მეყანწიშვილი
- -გიორგი ტალახაძე
- -დავით გიუნაშვილი
- -დავით ღურწკაია
- -სიმონ მახარაძე
- -გია თოლორაია
- -მიხეილ თოლორაია
- -თემურ ქურციკიძე
- -კახა კვაჭანტირაძე
შინაგან საქმეთა სამინისტროში დილით ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.
კონკრეტულად, რას ედავებიან დაკავებულებს, უცნობია.
საკვანძო სიტყვები:
18-19 ოქტომბრის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის14 პირია დაკავებული - შსს
21 ოქტომბერი, 2025 , 18:37
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18-19 ოქტომბრის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისთვის, 14 პირია დაკავებული. დაკავებულთაგან ერთ-ერთი გადაყვან

„ფორმულას“ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი დააკავეს
20 ოქტომბერი, 2025 , 13:19
„ფორმულას“ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.
ამასთან, ცოტა ხნის წინ თავად ქეთა ციცქიშვილმა დაწერა საკუთარ
გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის, ვანო და თორნიკე პარკაულების, ანდრია (იგივე სანდრო) ლილუაშვილის და მათი ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლები - ამოღებულია ნაღდი ფული, ჯამში 7 მლნ 2 200 აშშ დოლარისა და 136 ათასი ლარის ოდენობით - სუს-ი
18 ოქტომბერი, 2025 , 17:29
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გუშინ ჩატარებული ჩხრეკის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს და განმარტავს, რომ გაიჩხრიკა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძის, რომეო მიქაუტაძის, მიხეილ ჩოხელის,
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 16 პირი დავაკავეთ, სულ 62 პირია დაკავებული - გელა გელაძე
17 ოქტომბერი, 2025 , 17:45
4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა კიდევ 16 პირი დააკავეს.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით,
თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირია დაკავებული
17 ოქტომბერი, 2025 , 12:16
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა.
ამის შესახებ სუს-ში გამ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე რუსეთის ფედერაციის ხუთი მოქალაქე დააკავა
16 ოქტომბერი, 2025 , 15:37
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით რუსეთი