უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 ივნისი, 2018 12:30
font-size

„ფული პოლიტიკაში“ - მესამე რეგიონული კონფერენცია გაიხსნა

საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით და სახელწიფო აუდიტის სამსახურის ორგანიზებით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მესამე რეგიონული კონფერენცია გაიხსნა თემაზე - „ფული პოლიტიკაში“.

კონფერენციას 10 ქვეყნის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის განმახორციელებელი სტრუქტურის 100-ზე მეტი წარმომადგენელი და საერთაშორისო ექსპერტი ესწრება.

კონფერენციის მიზანია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პოლიტიკური ფინანსების სფეროში არსებული აქტუალური საკითხების იდენტიფიცირება, გამოცდილების გაზიარება, არსებული მექანიზმებისა და მონიტორინგის შედეგების გაუმჯობესება.

კონფერენციაზე განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა: პოლიტიკური დაფინანსების წყაროები, კრიპტოვალუტის გამოყენება პოლიტიკაში, სამოქალაქო საზოგადოების, როგორც დამკვირვებლის როლი და ეფექტური ფინანსური მონიტორინგის ორგანოები, ქალი კანდიდატების თანაბარი ხელმისაწვდომობა და გენდერული ბალანსი, პოლიტიკური ფინანსების თანამედროვე განვითარება და გამოწვევები, სოციალური მედიის როლი და სხვა.

კონფერენცია გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა გახსნა.

„თანხების მოძრაობის მონიტორინგის სისტემის გამართულობა ხელს უწყობს პოლიტიკაში არსებული ფინანსების გამჭვირვალობას. სახელმწიფო აუდიტის სამსახური, როგორც დამოუკიდებელი მაკონტროლებელი ორგანო მოწოდებულია, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი პოლიტიკაში დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობასა და პოლიტიკური ფინანსების საჯაროობას და ამ მხრივ საერთაშორისო გამოცდილების ურთიერგაზიარებას დიდი როლი ენიჭება“, აღნიშნა ირაკლი მექვაბიშვილმა.

რეგიონული კონფერენცია თემაზე „ფული პოლიტიკაში“ თბილისში მესამედ იმართება. კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან: სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ეუთოს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR), ევროპის საბჭო (CoE), დემოკრატიისა და საარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტი (International IDEA), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო და მულტიპარტიული დემოკრატიის აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი (EECMD).

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:59

„ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში (ორშაბათს) შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ კი მივმართავთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასა

განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა

24 ოქტომბერი, 2025 , 11:43

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს განათლები

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:48

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მე

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:39

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში. ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&