უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 ივნისი, 2017 13:17
font-size

გაძლევთ გარანტიას „ბირჟა მაფიას“ ბიჭები ციხიდან გამოვლენ - ელენე ხოშტარია

„ევროპული საქართველოს“ წევრი, პარლამენტარი ელენე ხოშტარია, მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას“ მეგობრებს შეხვდა და მათთან ერთად ჯგუფის წევრების დაკავება გააპროტესტა.

ხოშტარიამ პირობა დადო, რომ დაკავებული ბიჭები აუცილებლად იქნებიან გათავისუფლებული და აღნიშნული „უკანონო ქმედება არავის შერჩება“.

პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ გიორგი ქებურიასა და მიშა მგალობლიშვილის დაკავება ვიღაცის პირდაპირი დაკვეთაა.

„პირდაპირ, ვიღაცის დაკვეთით გაკეთებული ადამიანის დაშინებაა იმიტომ, რომ ვიღაცას რაღაცა არ მოეწონა. მსგავსი რამე, პირველ რიგში, დაუშვებელია და ეს ადამიანები ჩვენ ციხიდან უნდა გამოვიყვანოთ აუცილებლად. არავის არ ეგონოს, რომ ტალღა ჩაცხრება და ვიღაცას გადაავიწყდება. ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს. გარანტიას ვაძლევ ყველას, ვინც ახლა უყურებს ამას და ვინც ეს გადაწყვიტა, - გაძლევთ გარანტიას, რომ ეს ბიჭები ციხიდან გამოვლენ“,-აღნიშნა ხოშტარიამ.

„ბირჟა მაფიას“ წევრებს - გიორგი ქებურიასა და მიშა მგალობლიშვილის წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. გამოძიება მათ ნარკოტიკული საშულების შეძენა/შენახვას ედავება.

დაკავებულების ადვოკატები მიიჩნევენ, რომ მგალობლიშვილის და ქებურიას დაკავება, მათ მიერ გადაღებულ ვიდეო კლიპს უკავშირდება.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

როდის გვექნება ზვიად გამსახურდიას თხზულებათა სრული კრებული? - პროსპექტად ათტომეულისათვის

21 მაისი, 2024 , 12:49

აქამდე არ უნდა გამოგვეცა ზვიად გამსახურდიას ტომები? წამოგვეწყო მაინც. ხომ საინტერესოა რამდენ ტომს მოიცავს მის თხზულებათა სრული კრებული? ცალკეულ წიგნებად და პერიოდიკაში მიმობნეული ორიგინალური თხზულებანი თუ თარგმანები თვალ

მიიღე მონაწილეობა Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაში და გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი

21 მაისი, 2024 , 12:15

საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი უკვე 11 წელია ხელს უწყობს ახალგაზრდა პროფესიონალებს, სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში,

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7536 ლარი გახდა

20 მაისი, 2024 , 17:33

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7536 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7585 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნ

21 მაისიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება

20 მაისი, 2024 , 14:54

გარემოს ეროვნული სააგენტო 21-23 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, 21 მაისიდან დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება +26, +31

უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით, კარგი დინამიკა გვაქვს დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით - ირაკლი კობახიძე

20 მაისი, 2024 , 12:00

უმუშევრობა შემცირდა 50 600 ადამიანით და შეადგინა 228 600 ადამიანი, გვაქვს კარგი დინამიკა დასაქმების მაჩვენებლების გაუმჯობესების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევა

ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა გერმანიის მიმართულებით ჩარტერულ და რეგულარულ რეისებს დაასუბსიდირებს

20 მაისი, 2024 , 11:53

ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობა გერმანიის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს დაასუბსიდირებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი