უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

27 თებერვალი, 2018 17:30
font-size

გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტმა სთხოვა ქართულ მხარეს, თავი შეიკავოს მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემისგან - თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტმა შეატყობინა უწყებას, რომ ქართულმა მხარემ თავი შეიკავოს თურქეთისთვის დემირელის კოლეჯის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუკის გადაცემისგან მანამ, სანამ კომიტეტი არ მიიღებს გადაწყვეტილებას ამ საქმეზე.

„იუსტიციის სამინისტროში მოქმედებს სახელმწიფო წარმომადგენლობის სამსახური საერთაშორისო სასამართლოებსა და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანოებში, როგორიც არის გაეროს წამების წინააღმდეგ კომიტეტი.

კომიტეტმა შეგვატყობინა, რომ მათ გამოსცეს გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს სახელმწიფოსა და მის სტრუქტურებს ეთხოვათ, მანამ სანამ თავად არ განიხილავენ თურქეთის მოქალაქის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეს, საქართველომ მისი თურქეთისთვის გადაცემისგან თავი შეიკავოს.

რაკი თბილისის საქალაქო სასამართლო იხილავს ამ საქმეს, გუშინ უკვე შევატყობინეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამ წერილის შესახებ და ასევე შევატყობინეთ საქართველოს მთავარი პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს.

ამ ეტაპზე, სულ ეს არის და მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ სასამართლო თავისივე დამოუკიდებლობის ფარგლებში, საქმის მასალებიდან გამომდინარე მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩათვლის საჭიროდ“, – განაცხადა წულუკიანმა.

ანა მებურიშვილი

დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 14:18

4 ოქტომბრისთვის მზადება გადამწყვეტ ფაზაშია, ყოფილმა ძალოვნებმა კოლეგებს მოუწოდეს უკანონო დავალებები არ შეასრულონ, ივანიშვილმა კი 13 წლის შემდეგ პირველად აღიარა მარცხი - სწორედ ამიტომ, 4 ოქტომბერს ქართველი ხალხი მშვი

რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს - შალვა პაპუაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 14:10

აბსოლუტური სკანდალია, რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს? გაცხადებული მიზანი

შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი

22 სექტემბერი, 2025 , 13:42

რამდენიც უნდათ იმდენი შეიკრიბონ, რადგან ამის კონსტიტუციური უფლება აქვთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა,- ამის შესახებ „ქარ

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

21 სექტემბერი, 2025 , 10:52

მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. პრესსამსახურის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. „აშშ-ში

ჩვენ იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი - შალვა პაპუაშვილი

19 სექტემბერი, 2025 , 13:29

ვხედავთ, რომ ბრიუსელი, სამწუხაროდ, აცდენილია ევროპულ ღირებულებებს, რომელიც, პირველ ყოვლისა, გულისხმობს საუბარს და დიალოგს. ვხედავთ, რომ მიდგომებში, რომელიც დღეს ბრიუსელშია, რთულია, დაინახო რაიმე კავშირი ევროპულ ღირებულებ

ბრიუსელის მერი ირაკლი კუპრაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს

18 სექტემბერი, 2025 , 20:03

დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თაზო დათუნაშვილი ბრიუსელის მერმა მიიღო, – ა