პოლიტიკა
გაერთიანებული ოპოზიციის წევრები სტრასბურგში „რუსთავი 2`-ისა და „ომეგა ჯგუფის“ საქმეებზე ისაუბრებენ
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები სტრასბურგში შეხვედრებს განაგრძობენ. ისინი შეხვედრას გენერალურ სამდივნოსთან გამართავენ.
ხელისუფლების ოპონენტები შექმნილ წინასაარჩევნო ვითარებაზე, არათანაბარ გარემოზე, „რუსთავი 2"-ისა და „ომეგა ჯგუფის“ საქმეებზე ისაუბრებენ.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრები გეგმავენ, რომ გენერალურ სამდივნოს, გუშინ გავრცელებული სკანდალური ჩანაწერებიც გააცნონ.
მათ უკვე ჰქონდათ მოლაპარაკებები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან.
„ჩვენ გვქნება საუბარი შავი ფულის მოძრაობაზე, საარჩევნო გარემოზე, „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, განსაკუთრებით იმ ბოლო ჩანაწერზე, რომელიც ასევე გახმაურდა ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის მიერ, საუბარია რუსულ კვალზე ხელისუფლების თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც რუსეთს დიდი პრობლემები აქვს ევროპის საბჭოში,“- განაცხადა „საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ.