უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 მაისი, 2018 14:05
font-size

გაფიცვის პერიოდში გაფიცული მეტროს მემანქანეების ჩანაცვლებას საქართველოს რკინიგზის ელმავლის მემანქანეებითა და მათი თანაშემწეებით გეგმავენ - რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი

საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ინფორმაციით, მეტროს მემანქანეების გაფიცვის პერიოდში, თბილისის სატრანსპორტო კომპანია გეგმავს შტრეიკბეხერების სახით, გაფიცული მემანქანეები ჩაანაცვლოს საქართველოს რკინიგზის ელმავლის მემანქანეებითა და მათი თანაშემწეებით.

აღნიშნულის შესახებ საუბარია რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის განცხადებაში:

,,ჩვენთვის, რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირისთვის, ცნობილი გახდა, რომ მეტროს მემანქანეების გაფიცვის პერიოდში, თბილისის სატრანსპორტო კომპანია გეგმავს შტრეიკბეხერების სახით, გაფიცული მემანქანეები ჩაანაცვლოს საქართველოს რკინიგზის ელმავლის მემანქანეებითა და მათი თანაშემწეებით.

დღეის მდგომარეობით, დაუგეგმავ შვებულებას იყენებს და მეტროს მემანქანის პროფესიის გადამზადების კურსს გადის 7 საქართველოს რკინიგზის ელმავლის მემანქანე - ი.ხ, ვ.ს, გ.ს, ვ.ს, თ.ბ და დ.ჯ;

საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი მემანქანე ,,საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის“ წევრი არ არის და მეტიც, ისინი წარმოადგენენ რკინიგზაში მოქმედ, მეორე, ადმინისტრაციის მიერ მართულ - ყვითელ პროფკავშირს!

თავის მხრივ, საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი მოუწოდებს მის წევრ მემანქანეებს და რკინიგზაში დასაქმებულ სხვა მუშაკებს, არ გახდნენ მშრომელთა ბრძოლის წინააღმდეგ გამოსაყენებელი იარაღი და ნუ მოირგებენ შტრეიკბეხერების მეტად უპასუხისმგებლო და სამარცხვინო როლს.

შეგახსენებთ, 2014 წელს, საქართველოს რკინიგზაზე განხორციელებულ სრულმაშტაბიანი გაფიცვის პერიოდში, ჩვენი მეზობელი ქვეყნების აზერბაიჯანისა და სომხეთის მემანქანეებმა, დემონსტრაციულად განაცხადეს უარი ჩაენაცვლებიათ კოლეგები და გაფიცვის პერიოდში ემუშავათ საქართველოში, რასაც საბოლოო ჯამში რკინიგზის სრული პარალიზება მოჰყვა და ჩვენი ბრძოლა კონკრეტული შედეგებით დასრულდა.

ამავე დროს, გვინდა შევახსენოთ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას და განსაკუთრებით საქართველოს რკინიგზას - რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი, 2017 წლიდან მოყოლებული, ადმინისტრაციასთან იმყოფება კოლექტიური შრომითი დავის პროცესში (ხელფასების 15%_ით ინდექსაციის მოთხოვნით) და დღეის მდგომარეობით, რკინიგზელებს მოპოვებული აქვთ კანონიერი გაფიცვის უფლება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, თუ დაფიქსირდება ჩვენი წევრი, საქართველოს რკინიგზის თანამშრომელთა გამოყენება მეტროს მემანქანეების სამართლიანი ბრძოლის წინააღმდეგ, საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი განიხილავს რკინიგზელების მეტროს მემანქანეთა სოლიდარობის მიზნით გაფიცვის დაწყების შესაძლებლობას.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მემანქანეების დაანონსებული პროტესტის დღემდე დარჩენილი პერიოდი გამოყენებულ იქნას გონივრულად, აწარმოოთ კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები და მიაღწიოთ შეთანხმებას რათა თავიდან იქნას არიდებული მუშათა გაერთიანებების ფუნდამენტური უფლების - გაფიცვის უფლების გამოყენების შესაძლებლობა და შესაბამისად, დედაქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტის კოლაფსი.“ - ნათქვამია განცხადებაში.

დაიბრუნე 30 ლარი Wolt-ის ბალანსზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას

25 ოქტომბერი, 2025 , 11:00

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ კომპანია ვოლტთან ერთად მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა. აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში &nbs

“როგორ მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს” - საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი გაიმართება

24 ოქტომბერი, 2025 , 18:02

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. “ბიზნეს 360˚“ პლატფორმის შეხვედრების სერიის ფარგლებში, 30 ოქტომბერს ლარისა პატარაიას ვორკშოპი — „როგორ უნდა მოერგოს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ 60-ზე მეტმა მეწარმე ქალმა კვალიფიკაცია აიმაღლა

24 ოქტომბერი, 2025 , 12:00

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომლის მიზანი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება და მეწარმეობის იდეების მქონე ქალების პოტენციალის ხელშეწყობაა, წარმატებით გრძელდება. პროგრამის ინტენსიურ ვორკშოპებზე კიდ

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამები სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის

23 ოქტომბერი, 2025 , 16:14

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს, რომელთა მიზანი განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაა. 

რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცყოფაა. როდემდე უნდა გაგრძლედეს ასეთი ძალადობა თავის მოსახლეობაზე - ამირან გამყრელიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 12:46

ამ ადამიანთან ასეთი ტიპის მოპყრობა რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცხყოფაა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

23 ოქტომბერი, 2025 , 12:29

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ ტენდერი გამოაცხადა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტენდერი დიდი დიღმისა და