უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 ივნისი, 2018 11:35
font-size

გაგრილების სისტემას თან ახლავს ხმაური და მაღალი ძაბვის მოხმარება, რასაც შესაძლოა, სკოლის სადენებმა ვერ გაუძლოს - თეიმურაზ მურღულია

სასწრაფოდ, პირდაპირი შესყიდვის წესით შევიძენთ მობილურ ან გადასატან კონდიციონერებს, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრისგან მიიღეს დავალება, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრები გამოცდების პერიოდში კონდიციონერებით აღიჭურვოს.

როგორც მურღულიამ აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის დავალების შესრულებას ორშაბათიდან დაიწყებენ. მისივე თქმით, შესაძლოა, 22-ვე საგამოცდო ცენტრის 800-ვე სექტორში კონდიცირების დამონტაჟება ვერ მოესწროს.

ამასთან, კითხვაზე, აქამდე რატომ არ არის საგამოცდო ცენტრები კონდიცირებით აღჭურვილი, მურღულიამ განაცხადა, რომ განათლების მინისტრის დავალებით უკვე დაიწყო აღჭურვა და რუსთავში, საპილოტე რეჟიმში დადგმული კონდიციონერები ამაზე მეტყველებს.

„პილოტირება საჭიროა, რადგან გაგრილების სისტემას თან ახლავს ხმაური და მაღალი ძაბვის მოხმარება, რასაც შესაძლოა, სკოლის სადენებმა ვერ გაუძლოს“, – განაცხადა მურღულიამ.

ცნობისათვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საგამოცდო ცენტრებში კონდიციონერების დამონტაჟება არის საკითხი, რომლის დაგეგმვაც უკეთ შეიძლებოდა. ამასთან, მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო, ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი შეიცვალა.

დაიბრუნე 30 ლარი Wolt-ის ბალანსზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას

25 ოქტომბერი, 2025 , 11:00

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ კომპანია ვოლტთან ერთად მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა. აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში &nbs

“როგორ მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს” - საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი გაიმართება

24 ოქტომბერი, 2025 , 18:02

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. “ბიზნეს 360˚“ პლატფორმის შეხვედრების სერიის ფარგლებში, 30 ოქტომბერს ლარისა პატარაიას ვორკშოპი — „როგორ უნდა მოერგოს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ 60-ზე მეტმა მეწარმე ქალმა კვალიფიკაცია აიმაღლა

24 ოქტომბერი, 2025 , 12:00

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომლის მიზანი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება და მეწარმეობის იდეების მქონე ქალების პოტენციალის ხელშეწყობაა, წარმატებით გრძელდება. პროგრამის ინტენსიურ ვორკშოპებზე კიდ

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამები სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის

23 ოქტომბერი, 2025 , 16:14

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს, რომელთა მიზანი განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაა. 

რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცყოფაა. როდემდე უნდა გაგრძლედეს ასეთი ძალადობა თავის მოსახლეობაზე - ამირან გამყრელიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 12:46

ამ ადამიანთან ასეთი ტიპის მოპყრობა რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცხყოფაა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

23 ოქტომბერი, 2025 , 12:29

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ ტენდერი გამოაცხადა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტენდერი დიდი დიღმისა და