უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 სექტემბერი, 2025 17:56
font-size

გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ნიკორამ 60 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა

სს “ნიკორამ“, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 120 მილიონიანი პროგრამის ფარგლებში, პირველი ტრანშის სახით 60 მილიონი ლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთად სამ თვიან TIBR-ს პლიუს 3.50%, ხოლო ვადად 5 წელი განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციების ინვესტორერთა წრე მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც კერძო ინვესტორებს, ასევე ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებს და საქართველოს საპენსიო ფონდს. ობლიგაციებით მოზიდულ სახსრებს კი კომპანია კაპიტალური დანახარჯებისთვისა და არსებული ობლიგაციების რეფინანსირებისთვის გამოიყენებს.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფში შემავალი სს„ნიკორა ტრეიდი“ არის პირველი კომპანია ვაჭრობის სფეროში, რომელმაც 2016 წელს, გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, 5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციები, ადგილობრივ ბაზარზე წარმატებით გამოუშვა.

„მოხარულები ვართ, რომ განხორციელდა კიდევ ერთი წარმატებული ემისია. წლების განმავლობაში „ნიკორა ჯგუფი“ ინარჩუნებს სანდოობის მაღალ დონეს მომხმარებლებსა და ინვესტორთა შორის, რაც წლიდან წლამდე მის სტაბილურ და დინამიურ ზრდაში გამოიხატება. ჩვენ ვახორციელებთ ინტენსიურ ინვესტირებებს საწარმოო სიმძლავრეების, საცალო ქსელის და ლოგისტიკის განვითარების მიმართულებებით, საკვები პროდუქტების მიწოდების ჯაჭვის ინტეგრაციის და ეფექტურობის ზრდის მიზნით. გვინდა მადლობა გადავუხადოთ გალტ & თაგარტს გაწეული სამუშაოსთვის და ვიმედოვნებთ, რომ მოგვეცემა საშუალება კიდევ მრავალი წარმატებული ტრანზაქცია განვახორციელოთ ერთობლივად“ - აცხადებს ირაკლი ბოქოლიშვილი, სს „ნიკორას“ გენერალური დირექტორი.

„ნიკორას ჯგუფთან პარტნიორობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის – სწორედ გალტ & თაგარტის ხელშეწყობით, წლების წინ კომპანიამ პირველი ობლიგაციები განათავსა. ვამაყობთ, რომ ნიკორა ზრდისა და განვითარების გზაზე კვლავაც ჩვენი პარტნიორია და დარწმუნებული ვართ, ერთად, მომავალშიც მრავალ საინტერესო ტრანზაქციას შევთავაზებთ ბაზარს. ინვესტორების დივერსიფიცირებული წრე კომპანიისადმი მაღალ სანდოობაზე მეტყველებს და ვულოცავთ ნიკორას კიდევ ერთ წარმატებულ ტრანზაქციას“, - აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.

ნიკორა ჯგუფი ქვეყნის მასშტაბით კვების ინდუსტრიაში ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი და საცალო მოვაჭრეა. იგი 1998 წელს დაარსდა. კომპანიის ჯგუფში შემავალი კომპანიები საცალო ვაჭრობის, კვების პროდუქციის წარმოების, სასმელების და ნედლეულის იმპორტისა და დისტრიბუციის მიმართულებით ოპერირებენ.

„იმედის“ მფლობელი “ტელე იმედს“ ემშვიდობება

6 თებერვალი, 2026 , 20:02

ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე „ტელე-იმედიდან“ „ჰანიველ პარტნერსის“ გასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც რუხაძე აღნიშნავს, „პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადავწყ

„ლიდერობა და შედეგიანობა სწრაფი ცვლილებების ხანაში“ — ბათუმში Solo Business Talks გაიმართა

6 თებერვალი, 2026 , 19:24

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმის SOLO ლაუნჯში, Solo Business Talks-ის პირველი შეხვედრა გაიმართა თემაზე - „ლიდერობა და შედეგიანობა სწრაფი ცვლილებების ხანაში“. ღონისძიებას უძღვებოდა ალექსანდრე ჯეჯელავა -

გალტ & თაგარტმა საქართველოში ელ-კომერციის სექტორის წარმომადგენლებთან კვლევის შედეგები წარადგინა

6 თებერვალი, 2026 , 18:07

გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, იქომერს ასოციაცია საქართველომ ელექტრონული კომერციის სექტორის ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში ინდუსტრიის წარმომადგენლებს გალტ & თაგარტის მიერ მომზადებული საქარ

ზამთრის ოლიმპიური თამაშები იწყება - საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი

6 თებერვალი, 2026 , 16:56

2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, მილანსა და კორტინა-დ’ამპეცოში 6-22 თებერვალს გაიმართება და მასში მონაწილეობას 91 ქვეყანა მიიღებს.  ტურნირის ფარგლებში, სპორტსმენები ერთმანეთს ყინუ

ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო ათ მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა - ჯანდაცვის სამინისტრო

6 თებერვალი, 2026 , 14:44

ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო ათ მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ერთ ექიმს საექიმო საქმიან

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში კვების ცხრა ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

6 თებერვალი, 2026 , 14:36

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა დედაქალაქში  საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს. მათივე ცნობით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინსპექტირება 20-მდე ობიექტში ჩ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი