საზოგადოება
გალტ & თაგარტის ექსკლუზიური პარტნიორობით, გუდაური ლოჯმა $10 მილიონის სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა
შპს „გუდაური ლოჯმა“ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური პარტნიორობით 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სადებიუტო ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. ეს ნაბიჯი კომპანიის ფინანსური განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ტრანზაქცია სააგენტოს აწარმოე საქართველოში „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამით“ დაფინანსდა.
ობლიგაციებზე 8.25%-იანი საპროცენტო განაკვეთი დადგინდა, ხოლო ვადიანობა 2 წლით განისაზღვრა. ობლიგაციები საქართველოს ან თბილისის საფონდო ბირჟაზე განთავსდება.
“ვულოცავთ გუდაური ლოჯს და საქართველოს კაპიტალს კომპანიის სადებიუტო ობლიგაციების წარმატებით განათავსებას. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, მხარი დაგვეჭირა კომპანიის კაპიტალის ბაზრებზე გასვლასა და ფინანსური სტაბილურობის კიდევ მეტად განმტკიცებაში. ინვესტორების მხრიდან გამოხატული მაღალი ინტერესი კაპიტალის ბაზრისა და კომპანიის გამოცდილებისადმი ნდობაზე მიუთითებს. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში, კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ბაზარს კიდევ არაერთ წარმატებულ ტრანზაქციას შევთავაზებთ”, - განაცხადა გიორგი კუპრაშვილმა, გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა.
შპს „გუდაური ლოჯი“ პრემიუმ კლასის სასტუმროა გუდაურში — წამყვან სამთო-სათხილამურო კურორტზე საქართველოში. სასტუმრო 2019 წლიდან ოპერირებს და სტუმრებს მრავალფუნქციურ სერვისებს სთავაზობს ერთ სივრცეში.
საკვანძო სიტყვები:
„იმედის“ მფლობელი “ტელე იმედს“ ემშვიდობება
6 თებერვალი, 2026 , 20:02
„ლიდერობა და შედეგიანობა სწრაფი ცვლილებების ხანაში“ — ბათუმში Solo Business Talks გაიმართა
6 თებერვალი, 2026 , 19:24
გალტ & თაგარტმა საქართველოში ელ-კომერციის სექტორის წარმომადგენლებთან კვლევის შედეგები წარადგინა
6 თებერვალი, 2026 , 18:07
ზამთრის ოლიმპიური თამაშები იწყება - საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი
6 თებერვალი, 2026 , 16:56
ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო ათ მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა - ჯანდაცვის სამინისტრო
6 თებერვალი, 2026 , 14:44
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში კვების ცხრა ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
6 თებერვალი, 2026 , 14:36


