უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 აგვისტო, 2025 17:51
font-size

გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ალმამ, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ობლიგაციები გამოუშვა

გარე სარეკლამო სექტორის წამყვანმა კომპანია ალმამ, გალტ & თაგარტისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, სააგენტოს აწარმოე საქართველოში „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სადებიუტო ობლიგაციების გამოშვება წარმატებით განახორციელა.

კომპანიის მიერ დამტკიცებული 40 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში, ორი ტრანშის გამოშვება განხორციელდა:

  • -აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციები – 30 მილიონი დოლარი, 2 წლიანი ვადით, წლიური კუპონის განაკვეთით [8.50%], კუპონის ნახევარწლიური გადახდით.
  • -ევროში დენომინირებული ობლიგაციები – 8.5 მილიონი ევრო, 2 წლიანი ვადით, წლიური კუპონის განაკვეთით [7.25%], კუპონის ნახევარწლიური გადახდით.

აღსანიშნავია, რომ ობლიგაციებზე მაღალი ინტერესი დაფიქსირდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან და განთავსებაში მონაწილეობა 150-ზე მეტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა მიიღო.

“ჩვენ, როგორც გარე რეკლამის ინდუსტრიის ლიდერი კომპანია საქართველოში, მადლობას ვუხდით პარტნიორებს - სააგენტოს აწარმოე საქართველოში, თიბისი კაპიტალს და საინვესტიციო კომპანია გალტ & თაგარტს ჩვენი სადებიუტო ობლიგაციების წარმატებული გამოშვებისა და განთავსების პროცესში გაწეული მნიშვნელოვანი წვლილისთვის. აღსანიშნავია, რომ ინვესტორების მხრიდან გამოხატულმა ინტერესმა მნიშვნელოვნად გადააჭარბა შეთავაზებული მოცულობის მოლოდინს, რაც ცხადად მეტყველებს ბაზრის მაღალ ნდობაზე ჩვენი კომპანიისადმი. ეს ფაქტი ხაზს უსვამს ალმას, როგორც სანდო, სტაბილური და გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის რეპუტაციას. აღნიშნული პროექტი წარმოადგენს მნიშვნელოვან სტრატეგიულ ეტაპს კომპანიის ისტორიაში. იგი არა მხოლოდ ახალ შესაძლებლობებს უქმნის ალმას ზრდისა და განვითარებისთვის, არამედ ხელს უწყობს საქართველოს კაპიტალის ბაზრის გაძლიერებას და ბიზნესისთვის ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმების განვითარებას. ამგვარი მიდგომა მნიშვნელოვნად განაპირობებს კერძო სექტორის მდგრადობას და მომავალზე ორიენტირებულ ეკონომიკურ პროგრესს”, - გიორგი ტრაპაიძე, ალმას დირექტორი.

„ვულოცავთ ალმას სადებიუტო ობლიგაციების წარმატებულ გამოშვებას. ინვესტორების მიერ გამოხატული მაღალი ინტერესი კომპანიის სიძლიერისა და გრძელვადიანი განვითარებისადმი ნდობას ადასტურებს. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება მხარი დაგვეჭირა კომპანიის კაპიტალის ბაზრებზე გასვლასა და ფინანსური სტაბილურობის კიდევ მეტად განმტკიცებაში. აღნიშნული ტრანზაქციით კაპიტალის ბაზარს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე შეემატა და იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალში ერთობლივად კიდევ არაერთ საინტერესო ტრანზაქციას განვახორციელებთ“ - გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.

თიბისი კაპიტალსა და ალმას შორის პირველი თანამშრომლობა შედგა. ვულოცავ კომპანიას ობლიგაციების წარმატებით გამოშვებას, რომელზეც ინვესტორების მხრიდან საკმაოდ მაღალი ინტერესი დაფიქსირდა - ეს ალმას მიმართ ნდობას ადასტურებს. მოხარული ვარ, რომ მიმდინარე წელს ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი ტრანზაქცია განვახორციელეთ და კომპანიას დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში დავეხმარეთ. თიბისი კაპიტალი პარტნიორებთან ერთად აქტიურად არის ჩართული ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაში - წელს ჯამში 290 მილიონ ლარამდე მოცულობის ადგილობრივი საჯარო ფასიანი ქაღალდების გამოშვებასა და 7 ტრანზაქციაში მივიღეთ მონაწილეობა”, - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

„მოხარული ვართ, რომ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოხდა მორიგი ემისიების განხორციელება. ვულოცავთ კომპანია ალმას სადებიუტო ობლიგაციების გამოშვებას და მასთან ერთად ჩვენს პარტნიორებს - გალტ & თაგარტს და თიბისი კაპიტალს. კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა მხარს უჭერს კომპანიების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. აღსანიშნავია, რომ ამჟამად პროგრამის ფარგლებში განხორციელებულია 12 ემისია, რომელთა მოცულობაც 450.3 მლნ. ლარს შეადგენს“, - ირაკლი გაბრიაძე, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე.

ალმა უკვე 30 წელია, გარე სარეკლამო ბაზარზე ოპერირებს და ფართო პორტფელს ფლობს, რომელიც მოიცავს რეკლამის განთავსების უფლებებს ბილბორდებზე, მონიტორებზე, აეროპორტებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა სივრცეებში.

„იმედის“ მფლობელი “ტელე იმედს“ ემშვიდობება

6 თებერვალი, 2026 , 20:02

ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე „ტელე-იმედიდან“ „ჰანიველ პარტნერსის“ გასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც რუხაძე აღნიშნავს, „პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადავწყ

„ლიდერობა და შედეგიანობა სწრაფი ცვლილებების ხანაში“ — ბათუმში Solo Business Talks გაიმართა

6 თებერვალი, 2026 , 19:24

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმის SOLO ლაუნჯში, Solo Business Talks-ის პირველი შეხვედრა გაიმართა თემაზე - „ლიდერობა და შედეგიანობა სწრაფი ცვლილებების ხანაში“. ღონისძიებას უძღვებოდა ალექსანდრე ჯეჯელავა -

გალტ & თაგარტმა საქართველოში ელ-კომერციის სექტორის წარმომადგენლებთან კვლევის შედეგები წარადგინა

6 თებერვალი, 2026 , 18:07

გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, იქომერს ასოციაცია საქართველომ ელექტრონული კომერციის სექტორის ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში ინდუსტრიის წარმომადგენლებს გალტ & თაგარტის მიერ მომზადებული საქარ

ზამთრის ოლიმპიური თამაშები იწყება - საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი

6 თებერვალი, 2026 , 16:56

2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, მილანსა და კორტინა-დ’ამპეცოში 6-22 თებერვალს გაიმართება და მასში მონაწილეობას 91 ქვეყანა მიიღებს.  ტურნირის ფარგლებში, სპორტსმენები ერთმანეთს ყინუ

ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო ათ მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა - ჯანდაცვის სამინისტრო

6 თებერვალი, 2026 , 14:44

ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო ათ მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ერთ ექიმს საექიმო საქმიან

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში კვების ცხრა ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

6 თებერვალი, 2026 , 14:36

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა დედაქალაქში  საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს. მათივე ცნობით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინსპექტირება 20-მდე ობიექტში ჩ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი