საზოგადოება
გალტ & თაგარტმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა
გალტ & თაგარტმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გამართულ კონფერენციაზე „მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები“ - საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა წარადგინა. კონფერენცია 26 სექტემბერს, სასტუმრო პარაგრაფ თბილისში გაიმართა.
გალტ & თაგარტმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები გააცნო, მათ შორის, თუ რა არის ეკონომიკური ზრდის წარმმართველი ძირითადი ფაქტორები და მომდევნო წლებში რაზე იქნება დამოკიდებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნება.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ასევე პანელური დისკუსია, რომელშიც საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძეც მონაწილეობდა.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გალტ & თაგარტმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარადგინა და დამსწრეებს ეკონომიკაში მიმდინარე მნიშვნელოვანი ტენდენციები გააცნო. ასევე ყურადღება გამახვილდა, თუ რა არის ეკონომიკური ზრდის წარმმართველი ძირითადი ფაქტორები, როგორია ინვესტიციების და პროდუქტიულობის დინამიკა, ასევე რა მიმართულებებზე უნდა გამახვილდეს ყურადღება, რომ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა. ტრადიციულად, წარვადგინეთ 2025–26 წლების ძირითადი მაკროპარამეტრების პროგნოზები, რათა საქმიან საზოგადოებას დროულად გავაცნოთ ეკონომიკური ტენდენციები და დავეხმაროთ მათ ბიზნესის დაგეგმვასა და საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში“ - განაცხადა გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა.
გალტ & თაგარტის კვლევების სანახავად ეწვიეთ ვებგვერდს.
საკვანძო სიტყვები:
„იმედის“ მფლობელი “ტელე იმედს“ ემშვიდობება
6 თებერვალი, 2026 , 20:02
„ლიდერობა და შედეგიანობა სწრაფი ცვლილებების ხანაში“ — ბათუმში Solo Business Talks გაიმართა
6 თებერვალი, 2026 , 19:24
გალტ & თაგარტმა საქართველოში ელ-კომერციის სექტორის წარმომადგენლებთან კვლევის შედეგები წარადგინა
6 თებერვალი, 2026 , 18:07
ზამთრის ოლიმპიური თამაშები იწყება - საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი
6 თებერვალი, 2026 , 16:56
ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო ათ მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა - ჯანდაცვის სამინისტრო
6 თებერვალი, 2026 , 14:44
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში კვების ცხრა ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
6 თებერვალი, 2026 , 14:36


