უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 ივლისი, 2025 12:36
font-size

გალტ & თაგარტმა ტურიზმის სექტორის შესახებ კონფერენცია გამართა

გალტ & თაგარტმა ტურიზმის სექტორის თემატური კონფერენცია გამართა და სექტორის ახალი საინვესტიციო კვლევა წარადგინა. კვლევაში გაანალიზებულია როგორც ტურიზმის მიმდინარე მდგომარეობა, ასევე სექტორის ზრდის პერსპექტივები და არსებული გამოწვევები.

კონფერენციაში სექტორის ძირითადი მოთამაშეები, ინვესტორები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და საჯარო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გალტ & თაგარტის პრეზენტაციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო:

  • -ტურისტული ნაკადების აღდგენის დინამიკას და სასტუმრო ინდუსტრიის მაჩვენებლებს;
  • -საქართველოსა და შესადარ ქვეყნებში არსებული ტენდენციების ანალიზს;
  • -ახალი მზარდი ბაზრების, განსაკუთრებით ჩინეთისა და ინდოეთის, ტურისტული ქცევის და პრეფერენციების შეფასებას;
  • -სასტუმრო ოთახების დაგეგმილი მიწოდების გათვალისწინებით სექტორის საჭიროებებს.

როგორც კვლევა აჩვენებს, ქართულ ტურიზმის სექტორს ამ ეტაპზე აზიურ ახალ ბაზრებთან მუშაობის გამოცდილება არ აქვს. არ არსებობს საკმარისი ცოდნა ამ ბაზრებიდან ჩამოსული ტურისტების ინტერესების, ხარჯვის სტრუქტურისა და სერვისებზე მოთხოვნის შესახებ. შესაბამისად, გალტ & თაგარტმა პირველად წარადგინა ამ ბაზრების ტურისტული პროფილები, ხარჯვითი ქცევის თავისებურებები და ბიზნესებისთვის შესაბამისი სტრატეგიული რეკომენდაციები.

ღონისძიების ბოლოს პანელური დისკუსია გაიმართა, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ტურიზმის განვითარების მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.

სექტორების სიღრმისეული შესწავლა და ამის საფუძველზე ინვესტორებისთვის გადაწყვეტილებების მიღებაში მხარდაჭერა ჩვენი მთავარი ამოცანაა. ტურიზმის კონფერენციაც ამ მიზანს ემსახურება - გვჯერა, რომ ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვანია როგორც ანალიტიკური, ისე პრაქტიკული მხარდაჭერის თვალსაზრისით. განსაკუთრებით გამოვყოფთ ახალი ბაზრების ქცევის ანალიზს და იმ შესაძლებლობებს, რაც საქართველოში მათთან ადაპტირებულ ტურისტულ პროდუქტებს შეუძლია შექმნას”, - განაცხადა გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კუპრაშვილმა.

კვლევისა და გალტ & თაგარტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: www.gt.ge

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა

22 ოქტომბერი, 2025 , 17:53

პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 12 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მონ

საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები

22 ოქტომბერი, 2025 , 17:46

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.  მოსწავლეებისთვის

მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა

22 ოქტომბერი, 2025 , 14:47

პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები - „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ. როგორც

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:40

ხის დარგვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, ქალაქ ფოთის მეხუთე საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. ღონისძიება ეროვნული სატყეო სააგენტოს

თუ ხარ ემიგრანტი, გაუგზავნე გზავნილი საკუთარ თავს და მიიღე პრიზები საქართველოს ბანკის მობილბანკში

21 ოქტომბერი, 2025 , 15:49

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ემიგრანტებისთვის მობილბანკში გზავნილების მორიგი კამპანია დაიწყო.  კამპანია განკუთვნილია საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ

საქართველოს ბანკსა და „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

21 ოქტომბერი, 2025 , 12:57

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, საქართველოს ბანკსა და დეველოპერულ კომპანია „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი, საქართველოს ბანკის კორ