უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 მაისი, 2025 15:55
font-size

გალტ & თაგარტსა და GTN-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოში წამყვანი საინვესტიციო კომპანია, გალტ & თაგარტი სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგძობს. ამ მიზნით, გალტ & თაგარტმა საერთაშორისო ფინტექ ორგანიზაციასთან GTN-თან თანანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. GTN მსოფლიოს მასშტაბით საინვესტიციო ბანკებსა და საბროკერო ორგანიზაციებს უახლეს ტექნოლოგიებს უზიარებს და შესაძლებლობას აძლევს, საფონდო ბირჟებზე ვაჭრობის თანამედროვე მეთოდები და ინსტრუმენტები დანერგონ.

გალტ & თაგარტმა, GTN-თან პარტნიორობით, უკვე შეძლო მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა ინვესტირების გაუმჯობესებული გამოცდილება. სიახლე შეეხო G&T Trader–ის ონლაინ სავაჭრო პლატფორმას, რომელსაც ახალი ფუნქციონალები დაემატა. განახლებული G&T Trader-ის საშუალებით, კომპანიამ მომხმარებლებს მსოფლიოს მასშტაბით უფრო მეტ საფონდო ბირჟაზე კიდევ უფრო მრავალფეროვანი ინსტრუმენტებით ვაჭრობის შესაძლებლობა მისცა.

თანამშრომლობის შედეგად, გალტ & თაგარტის ონლაინ საინვესტიციო პლატფორმაზე ხელმისაწვდომია:

  • - აშშ-ის, ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის უფრო მეტი საფონდო ბირჟა;
  • - აქციები, ETF-ები, ფონდები, ობლიგაციები, CFD-ები, ოფციონები, FX და სხვა აქტივების კლასების დიდი არჩევანი;
  • - 24-საათიანი ვაჭრობის შესაძლებლობა ამერიკულ აქციებსა და ETF-ებზე.
  • - ალგორითმული დავალებების მრავალფეროვანი არჩევანი;
  • - წილადობრივი აქციები, ETF-ები და ობლიგაციები.
  • - ინტერფეისის ცვლილება საკუთარი საჭიროებებიდან გამომდინარე.
  • - Trading View - გრაფიკების უკეთესი ანალიზისთვის და სხვა უპირატესობები.

„მოხარული ვართ, რომ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ-ტექნოლოგიურ ორგანიზაციასთან — GTN. ვაფასებთ მათ ინოვაციურობასა და მრავალწლიან გამოცდილებას საინვესტიციო ტექნოლოგიების განვითარებაში. მათი მხადარდაჭერით, ჩვენ მომხმარებლებისთვის ვავითარებთ საინვესტიციო პლატფორმას, სადაც მათ საკუთარი პორტფელის უფრო ეფექტიანად დივერსიფიცირების შესაძლებლობა აქვთ, იღებენ უფრო მეტად ინფორმირებულ და მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, შედეგად, კიდევ უფრო უკეთ განკარგავენ საკუთარ აქტივებს. ჩვენ მადლობას ვუხდით GTN-ის გუნდს პარტნიორობისა და მხარდაჭერისთვის და იმედი გვაქვს, მომავალში, საერთო ძალებით, ინვესტირებით დაინტერესებულ ადამიანებს კიდევ არაერთ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ“, — აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.

„GTN-ისთვის სასიხარულოა Galt and Taggart-თან, საქართველოში წამყვან საინვესტიციო ბანკთან პარტნიორობა. ჩვენი ერთობლივი სავაჭრო და საინვესტიციო ინსტრუმენტი შექმნილია ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ფართო სამომხმარებლო ბაზას ემსახურებიან. ჩვენი გაერთიანებული ძლიერი მხარეებით, მომავალ წლებში საქართველოს ბაზარზე მრავალი ინოვაციის დანერგვას ველით“, - განაცხადა დამიან ბანსმა, GTN-ის ახლო აღმოსავლეთის რეგიონის აღმასრულებელმა დირექტორმა.

საკვანძო სიტყვები:

„იმედის“ მფლობელი “ტელე იმედს“ ემშვიდობება

6 თებერვალი, 2026 , 20:02

ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე „ტელე-იმედიდან“ „ჰანიველ პარტნერსის“ გასვლის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც რუხაძე აღნიშნავს, „პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადავწყ

„ლიდერობა და შედეგიანობა სწრაფი ცვლილებების ხანაში“ — ბათუმში Solo Business Talks გაიმართა

6 თებერვალი, 2026 , 19:24

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ბათუმის SOLO ლაუნჯში, Solo Business Talks-ის პირველი შეხვედრა გაიმართა თემაზე - „ლიდერობა და შედეგიანობა სწრაფი ცვლილებების ხანაში“. ღონისძიებას უძღვებოდა ალექსანდრე ჯეჯელავა -

გალტ & თაგარტმა საქართველოში ელ-კომერციის სექტორის წარმომადგენლებთან კვლევის შედეგები წარადგინა

6 თებერვალი, 2026 , 18:07

გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, იქომერს ასოციაცია საქართველომ ელექტრონული კომერციის სექტორის ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში ინდუსტრიის წარმომადგენლებს გალტ & თაგარტის მიერ მომზადებული საქარ

ზამთრის ოლიმპიური თამაშები იწყება - საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი

6 თებერვალი, 2026 , 16:56

2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, მილანსა და კორტინა-დ’ამპეცოში 6-22 თებერვალს გაიმართება და მასში მონაწილეობას 91 ქვეყანა მიიღებს.  ტურნირის ფარგლებში, სპორტსმენები ერთმანეთს ყინუ

ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო ათ მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა - ჯანდაცვის სამინისტრო

6 თებერვალი, 2026 , 14:44

ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო ათ მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა, – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ერთ ექიმს საექიმო საქმიან

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში კვების ცხრა ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

6 თებერვალი, 2026 , 14:36

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა დედაქალაქში  საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმეს. მათივე ცნობით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინსპექტირება 20-მდე ობიექტში ჩ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი