კომენტარი
გამოძიების დროში გაჭიანურება უფრო მეტ სივრცეს დატოვებს სპეკულაციებისთვის და დააზიანებს ბიზნეს გარემოს - ირაკლი ლექვინაძე
„ცხადია ნებისმიერი მსგავსი პროცესი ბიზნეს გარემოზე აისახება, ესეც და ყველა საქმე რომელიც ბიზნესმენის მიმართ იწყება და მოყვება აჟიოტაჟი, სპეკულაციები, აზიანებს ბიზნეს გარემოს,“-ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი თიბისი ბანკის გარშემო შექმნილ ვითარებას.
ირაკლის ლექვინაძის განცხადებით, თიბისი ბანკი არის სისტემური ბანკი, ქვეყნის ეკონომიკაში ის დიდ როლს ასრულებს.
„ასეთ საქმეებს მეტი ინფორმაცია და გამჭვრივალობა სჭირდება საზოგადეობაშიც, ბიზნეს წრეებშიც. გამოძიების დროში გაჭიანურება უფრო მეტ სივრცეს დატოვებს სპეკულაციებისთვის და დააზიანებს ბიზნეს გარემოს,”-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
კითხვაზე უნდა დაეწყო თუ არა პროკურატურას გამოძიება 10 წლის წინანდელ საკითხზე და შეიცავს თუ არა ეს ბიზნესზე ზეწოლის ნიშნებს, ბიზნესომბუდსმენი ამბობს: -“ჩემთვის, როგორც ბიზნესომბუდსმენისთვის, რომლის მთავარი მოვალეობაც ბიზნესის ინტერესების დაცვაა, მტკივნეულია ნებისმიერი საქმე და პროცესი რომელიც ბიზნესმენის თუ კონკრეტული კომპანიის წინააღმდეგ მიმდინარეობს. საერთოდ, ვიქნები ბედნიერი თუ ასეთი საქმეები არ იქნება, ეს არის საკითხის ჩემი პოზიციიდან ხედვა. თუმცა თუ კითხვები არსებობს, არის დანაშაულის ნიშნები - ასეთ დროს მარეგულირებელი მოქმედებს, ბუნებრივია ეს მისი მთავარი ფუნქციაა. ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ზედამხედველი ინსტიტუტი და მას აქვს ვალდებულება თავის ზედამხვედლობის არეალში მოახდინოს დარღვევებზე რეაგირება.”
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილს პასუხობს
28 იანვარი, 2026 , 16:16
როგორც ჩანს, უკრაინაში მოლოდინი ჰქონდათ, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ, ეს რომ ვერ შეძლეს, ახლა გადატვირთის პოლიტიკა მიდის - გურამ მაჭარაშვილი
27 იანვარი, 2026 , 13:22
ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა - ელენე ხოშტარია
26 იანვარი, 2026 , 21:47
ფასების კლება შესაძლებელია, თუ ქსელი მოიკლებს მარჟას, ვიღაცის ჯიბეს ეს უნდა დააკლდეს – ეს არის დღეს ქსელი, ვინც აკონტროლებს ბაზარს - ირაკლი ქურდაძე
26 იანვარი, 2026 , 17:53
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოხდეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების კლება, ასევე იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება - მარიამ ქვრივიშვილი
26 იანვარი, 2026 , 17:46
არსებობს შესაძლებლობა ადგილობრივ პროდუქციაზე ფასის კლების და ორგანიზებულ ქსელებში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის შესვლის ზრდის - დავით სონღულაშვილი
26 იანვარი, 2026 , 17:42


