უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 აპრილი, 2018 12:55
font-size

გამოკითხულთა 26% დადებითად აფასებს პრეზიდენტის საქმიანობას, 25% - პრემიერის საქმიანობას, ხოლო 19 % - პარლამენტის თავმჯდომარის მოღვაწეობას - NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 26% მოქმედი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს, 51% - საშუალოდ, ხოლო 3% - უარყოფითად.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, გამოკითხულთა 25% მის საქმიანობას დადებითად აფასებს, 52% - საშუალოდ, ხოლო 3% - უარყოფითად.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის საქმიანობას გამოკითხულთა 19% დადებითად აფასებს, 43% - საშუალოდ, ხოლო 22% - უარყოფითად.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 25% დადებითად საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის საქმიანობას აფასებს, ხოლო 13% უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის საქმიანობას.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი - 4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე (გამოპასუხება 46%). კვლევა პირისპირ ინტერვიუს სახით ჩატარდა და მისი ცდომილება 2,2 პროცენტია.

კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ჩატარდა, საველე სამუშაოები კი CRRC-საქართველომ შეასრულა

გაასაჯაროვეთ ხელშეკრულება, რომელიც არაბულ კომპანიასთან გააფორმეთ - ალეკო ელისაშვილი

4 ნოემბერი, 2025 , 15:27

გაასაჯაროვეთ ხელშეკრულება, რომელიც არაბულ კომპანიასთან გააფორმეთ - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ - ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.  მისი თქმით, ხელშეკრულება

საქართველო არა მხოლოდ რუსეთის ხელში ვარდება, არამედ რუსეთის პრაქტიკასაც იმეორებს - სალომ ზურაბიშვილი

4 ნოემბერი, 2025 , 15:14

საქართველო არა მხოლოდ რუსეთის ხელში ვარდება, არამედ რუსეთის პრაქტიკასაც იმეორებს: მაღალი დონის კორუფცია (რომელშიც ათზე მეტი მაღალი თანამდებობის პირია ჩართული), - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომ ზურ

შიმშილობის მე-8 დღეს პროტესტის მონაწილეებს კიდევ ორი მოშიმშილე დაემატა

4 ნოემბერი, 2025 , 12:22

შიმშილობის მერვე დღე პარალმენტთან - პროტესტის მონაწილეებს კიდევ ორი მოშიმშილე დაემატათ. უწყვეტ აქციაში ახლა 8 პირი მონაწილეობს. ერთ-ერთი მოშიმშილე, რომელიც პრლამენტის წინ აქციის მონაწილეებს შეუერთდა, თამაზ მაჭავარიანია.

კონკრეტულ ევრობიუროკრატებს ფაქტები ვერ მოჰყავთ, როცა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, მტკიცებულებები არ აქვთ, მხოლოდ აღქმებით საუბრობენ - ლევან მაჭავარიანი

4 ნოემბერი, 2025 , 11:53

დიდი იმედი გვაქვს, 2030 წლისთვის ვითარება რადიკალურად იქნება შეცვლილი. როგორც აშშ-ში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ამ ხუთი წლის განმავლობაში ევროკავშირიც მოახერხებს და იქ საღი აზრი გაიმარჯვებს, – ამის შესახებ საპარლა

ბრიუსელში დღეს „გაფართოების სამიტი“ გაიმართება

4 ნოემბერი, 2025 , 11:08

4 ნოემბერს ბრიუსელში „გაფართოების სამიტი“ გაიმართება, სადაც მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში გამოქვეყნდება. „გაფართოების სამიტში“ ევროკავშირისა

მამუკა ხაზარაძე ქსენოფობიური სტილის კამპანიას ეწევა, ასეთი პატრიოტი თუა და გულში მჯიღს იცემს, მაშინ გერმანიის ელჩთან ხელშეკრულება შეწყვიტოს და ბინა ქართველს მიაქირაოს - შალვა პაპუაშვილი

3 ნოემბერი, 2025 , 13:03

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მამუკა ხაზარაძე ყალბ პროპაგანდას და ქსენოფობიური სტილის კამპანიას ეწევა. პაპუაშვილი გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადე