უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


გარკვეული პირები ავრცელებენ გადაუმოწმებელ და დაუსაბუთებელ ინფორმაციას, ტეხენ აჟიოტაჟს და ქმნიან დაძაბულობას - ქეთევან ციხელაშვილი ცხინვალიდან პაციენტის შემოყვანაზე
საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაში“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ღუდუშაურის კლინიკაში მოთავსებულია ახალგორის ე.წ. გამგებლის, ფილიპ ხაჩიროვის დაცვის უფროსი ასლან ჯიოევი. გავრცელებული ინფორმაციით, ხაჩიროვი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტია.
როგორც ციხელაშვილმა განმარტა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები წლების განმავლობაში სარგებლობენ უფასო ჯანდაცვის მომსახურების სახელმწიფო რეფერეალური პროგრამით. მინისტრის თქმით, ყოველდღიურად სხვადასხვა კლინიკა ღებულობს პაციენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ხოლო განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში მათ გადაყვანას „წითელი ჯვარი“ უზრუნველყოფს.
„ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებელთა უფასო ჯანდაცვის მომსახურების სახელმწიფო რეფერალური პროგრამა ხორციელდება წლების განმავლობაში, ეს გახლავთ ჩვენი ჩართულობის სამშვიდობო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ფუნქციონირებს ეფექტურად და აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც. ეს არის ჰუმანიტარული პროგრამა, რომლის ამოცანაა მოსახლეობის დახმარება მათი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საჭიროებებიდან გამომდინარე. პაციენტების შემოსვლა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან სხვადასხვა კლინიკაში ხორციელდება ყოველდღიურად, მათ შორის, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში „წითელი ჯვრის“ მეშვეობით. სიცოცხლის გადარჩენა ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება არ და ვერ მოხდება ნათესაური კავშირების თუ მსგავსი ნიშნით“, - განაცხადა ციხელაშვილმა.
მინისტრის თქმით, სავარაუდოდ გარკვეული პირები ავრცელებენ გადაუმოწმებელ და დაუსაბუთებელ ინფორმაციას, ტეხენ აჟიოტაჟს და ქმნიან დაძაბულობას მგრნობიარე და ძალიან მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით.
„იმასაც გეტყვით, რომ თუ პირი არის ეჭვმიტანილი, ან არსებობს მასალები რაიმე დანაშაულთან დაკავშირებით, და ასეთი შემთხვევებიც ყოფილა, ხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება და არა სამედიცინო ინსტრუმენტის გამოყენება სადამსჯელო მიზნით. როგორც ჩანს, გარკვეული პირები ავრცელებენ გადაუმოწმებელ და დაუსაბუთებელ ინფორმაციას, ტეხენ აჟიოტაჟს და ქმნიან დაძაბულობას მგრნობიარე და ძალიან მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით. ამგვარ საკითხებთან საჭიროა უფრო მეტი პასუხისმგებლობით მიდგომა, რომ გარკვეული ქმედებები ან სპეკულაციები არ აღმოჩნდეს ზიანის მომტანი არა მხოლოდ კონკრეტული საქმის, არამედ ზოგადად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის“, - აღნიშნა მინისტრმა.
ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, მარინა გელანტიამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ 7 ივნისს „წითელი ჯვრის“ მეშვეობით სამედიცინო დაწესებულებაში შეიყვანეს პაციენტი, რომელსაც აღენიშნებოდა „ქალა-ტვინის ღია ტრავმა, გულმკერდის დაჟეჟილობა, ტვინის დაჟეჟილობა, ამასთანავე ქალა-ფუძისა და ქალა-სარქვლის მოტეხილობა“. მისივე ინფორმაციით, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას.
გელანტიას განცხადებით, პაციენტის სახელისა და გვარის იდენტიფიკაციის უფლება არ აქვთ და მისი მონაცემებიც კლინიკას მოგვიანებით გადაეცემა.
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25