უახლესი ამბები
- 	04.11.2025 15:27გაასაჯაროვეთ ხელშეკრულება, რომელიც არაბულ კომპანიასთან გააფორმეთ - ალეკო ელისაშვილი
 - 	04.11.2025 14:46კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის პროექტ STEM სკოლაში მეექვსე ნაკადის მიღებაზე 1500 -ზე მეტი მოსწავლე დარეგისტრირდა
 - 	04.11.2025 12:22შიმშილობის მე-8 დღეს პროტესტის მონაწილეებს კიდევ ორი მოშიმშილე დაემატა
 - 	04.11.2025 12:14თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი შსს-მ გზის გადაკეტვის საფუძველზე 275 000 ლარით დააჯარიმა
 - 	04.11.2025 11:53კონკრეტულ ევრობიუროკრატებს ფაქტები ვერ მოჰყავთ, როცა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, მტკიცებულებები არ აქვთ, მხოლოდ აღქმებით საუბრობენ - ლევან მაჭავარიანი
 - 	04.11.2025 11:13ეწვიეთ “სუხიშვილების” 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას - საქართველოს ბანკი, სუხიშვილების მთავარი სპონსორი
 - 	04.11.2025 11:08ბრიუსელში დღეს „გაფართოების სამიტი“ გაიმართება
 - 	04.11.2025 11:01კასპში არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის პოლიციამ 73 წლის მამაკაცი დააკავა
 - 	04.11.2025 07:55დღის კალენდარი - 4 ნოემბერი
 
არქივი
პოლიტიკა
 
					
					
											გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანამ მიაღწია ფუნდამენტურ პროგრესს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით - ირაკლი კობახიძე
ადამიანი, მისი უფლებების დაცვა, ადამიანის ღირსების დაცვა არის ჩვენი პოლიტიკის უმთავრესი მიზანი. ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური წინსვლა ამ მიმართულებით, 2012 წლიდან მოყოლებული, რითაც ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე.
სიტყვით გამოსვლაში პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პროგრესის მიუხედავად რჩება უამრავი სირთულე, პრობლემა, გამოწვევა და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს თითოეული ის სფერო, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასთან არის დაკავშირებული.
„გვქონდა ძალიან მძიმე მდგომარეობა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა, ამ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანამ მიაღწია ფუნდამენტურ პროგრესს სხვადასხვა მიმართულებით ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. თუმცა, ბუნებრივია, ადამიანის უფლებების დაცვა, ეს არის მუდმივი ამოცანა, ჩვენ არ უნდა შევჩერდეთ მიღწეულზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და პარლამენტის გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, საპარლამენტო კომიტეტების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშების საჯაროობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„მადლობას გადავუხდი ქალბატონ სოფოს, კომიტეტის თავმჯდომარეს, დღევანდელი ღონისძიების ორგანიზებისათვის. ნამდვილად, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეულმა საპარლამენტო სუბიექტმა, თითოეულმა კომიტეტმა წარუდგინოს თავისი პერიოდული ანგარიში საზოგადოებას, რაც, ბუნებრივია, თავის წვლილს შეიტანს, ზოგადად, პარლამენტის გამჭვირვალობის ხარისხის გაუმჯობესებაში. ჩვენ ვართ ანგარიშვალდებული ორგანო საზოგადოების წინაშე. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ ამ ფუნქციის სათანადოდ შესრულებას. თითოეულ თქვენგანს მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის და დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, პარლამენტს როგორც უმთავრეს წარმომადგენლობით და საკანონმდებლო ორგანოს, ამ მიმართულებით განსაკუთრებული ფუნქცია აქვს მინიჭებული. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კი, როგორც პარლამენტის ერთ-ერთი საკვანძო კომიტეტი, უმთავრესი სახელმწიფოებრივი ფუნქციის რეალიზებას, თითოეული ადამიანის, თითოეული მოქალაქის, თითოეული ინდივიდის უფლებებისა და მათი ინტერესების დაცვის რეალიზებას უზრუნველყოფს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, ადამიანის ძირითადი უფლებებისა დ თავისუფლებების კუთხით არსებული ნორმები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და არის ფუნდამენტური წინსვლა, რაც კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას.
„ჩვენ, გადავსინჯეთ კონსტიტუცია, მათ შორის მეორე თავის ნაწილში, რომელიც ეხება ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს და აქაც გვაქვს ფუნდამენტური წინსვლა. არცერთი ნორმა არ არის გადასინჯული იმ სახით, რომელის გააუარესებდა ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას, თუმცა, არის უამრავი ნორმა, სადაც არის, ერთის მხრივ, დადგენილი ახალი ძირითადი უფლებები და არის მეორეს მხრივ, ნორმები, სადაც არის ამაღლებული ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი. ეს არის საერთო სულისკვეთება, რომელსაც ეფუძნებოდა მეორე თავში შეტანილი ცვლილებები და ჩვენ ვამაყობთ, ნამდვილად, იმ ცვლილებებით, რომელიც განხორციელდა საქართველოს კონსტიტუციაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, რაც კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება ადამიანის უფლებათა დაცვის ფუნქციით აღჭურვილი სხვა კონსტიტუციურ ორგანოებსა და პარლამენტს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„ჩვენ უნდა გვქონდეს მჭიდრო თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის აპარატთან, სახალხო დამცველთან, რომელსაც აქვს საკვანძო ფუნქცია მინიჭებული ამ მიმართულებით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან. ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა არასამთავრობო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ა.შ. არის უამრავი დაინტერესებული მხარე, რომელიც არის ჩართული ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში და ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება პარლამენტის მიერ, უნდა იყოს მიღებული ასეთი მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე. მე მოხარული ვარ, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში იყო ძალიან კარგი პრაქტიკა თანამშრომლობის, ჩამოყალიბებული, თუმცა, კიდევ უფრო მეტად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ კიდევ უფრო მეტად დავხვეწოთ, ზოგადად, საპარლამენტო თანამშრომლობის პრაქტიკა და მათ შორის, დავხვეწოთ მუშაობის პრაქტიკა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, როცა საქმე ეხება ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან საერთაშორისო პარტნიორებსა და დონორ ორგანიზაციებს აღნიშნული მიმართულებით გაწეული მნიშვნელოვანი წვლილისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო, შევუერთდები მადლობის სიტყვებს, ევროკავშირს, გაეროს განვითარების პროგრამას. ჩვენთვის ფასდაუდებელია, ნამდვილად, ის მხარდაჭერა, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორები აღმოგვიჩენენ და აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ, მადლობას გადავუხდი თითოეულ მათგანს ამ დახმარებისა და მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა მან.
ირაკლი კობახიძის განცხადებით განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და მყისიერი რეაგირება მოხდება თითოეულ იმ პრობლემაზე, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშში იქნება წარმოდგენილი.
„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ ანგარიშს და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ზედმიწევნით გვქონდეს, რეაგირება მიცემული თითოეულ იმ პრობლემაზე, რომელიც არის ასახული ადამიანის უფლებათა კუთხით სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში. ამ მიმართულებით კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ, რა თქმა უნდა, ჩვენი ძალისხმევა, ეს ყველაფერი მუდმივ ყურადღებას საჭიროებს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე განცხადებით, პარლამენტი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს და აწარმოებს მუდმივ დაკვირვებასა და მონიტორინგს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არის იმის წინაპირობა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვაზე ზრუნვა კიდევ მეტად გააქტიურდება.
საკვანძო სიტყვები:
გაასაჯაროვეთ ხელშეკრულება, რომელიც არაბულ კომპანიასთან გააფორმეთ - ალეკო ელისაშვილი
4 ნოემბერი, 2025 , 15:27
საქართველო არა მხოლოდ რუსეთის ხელში ვარდება, არამედ რუსეთის პრაქტიკასაც იმეორებს - სალომ ზურაბიშვილი
4 ნოემბერი, 2025 , 15:14
													შიმშილობის მე-8 დღეს პროტესტის მონაწილეებს კიდევ ორი მოშიმშილე დაემატა
4 ნოემბერი, 2025 , 12:22
													კონკრეტულ ევრობიუროკრატებს ფაქტები ვერ მოჰყავთ, როცა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ, მტკიცებულებები არ აქვთ, მხოლოდ აღქმებით საუბრობენ - ლევან მაჭავარიანი
4 ნოემბერი, 2025 , 11:53
ბრიუსელში დღეს „გაფართოების სამიტი“ გაიმართება
4 ნოემბერი, 2025 , 11:08
მამუკა ხაზარაძე ქსენოფობიური სტილის კამპანიას ეწევა, ასეთი პატრიოტი თუა და გულში მჯიღს იცემს, მაშინ გერმანიის ელჩთან ხელშეკრულება შეწყვიტოს და ბინა ქართველს მიაქირაოს - შალვა პაპუაშვილი
3 ნოემბერი, 2025 , 13:03
				
								