უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 ივლისი, 2018 11:15
font-size

გაზაფხულზე ეროვნული გამოცდების ჩატარებაში ერთადერთ პრობლემას ვხედავ შენობების კუთხით - მაია მიმინოშვილი

გაზაფხულზე ეროვნული გამოცდების ჩატარებაში ერთადერთ პრობლემას ვხედავ შენობების კუთხით, რადგან ამ დროს სკოლებში და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესია და გამოცდებისთვის სასტუმროებს ვერ დავიქირავებთ,- განუცხადა ჟურნალისტებს შფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, შესაძლებელია სხვადასხვა ფორმების მოძებნა.

"მე, რა თქმა უნდა, ვიქნები ბედნიერი ისეთ პირობებში ჩატარდეს გამოცდები, როდესაც პრობლემა არ იქნება სიცხე. მე რომ მქონდეს შესაძლებლობა გაზაფხულზე ან შემოდგომაზე ჩავატარო გამოცდები, იქნება ძალიან კარგი. ერთადერთი აქ პრობლემას ვხედავ შენობის თვალსაზრისით, რადგან სკოლა ფუნქციონირებს გაზაფხულზე და სასტუმროებს ვერ დავიქირავებ საგამოცდო პროცესის წასამართად. ისევ სკოლის შენობები მჭირდება და უნივერსიტეტები, თუმცა სასწავლო პროცესი მიმდინარეობს და მე არ ვიცი შუალედს როგორ მოვნახავთ. შესაძლებელია ამაზე დაფიქრებაც და რაიმე ფორმის მოძებნა",- განაცხადა მიმინოშვილმა.

ცნობისათვის, განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში ეროვნული გამოცდების გაზაფხულზე ჩატარების მოსაზრება გამოთქვა.

"ჩემი მოსაზრებაა, რომ ივლისში არ უნდა ტარდებოდეს ეროვნული გამოცდები. შესაძლებელია, ეროვნული გამოცდების ჩატარება გაზაფხულზე. მომავალი წლიდან ვიხილავთ სწორედ ამ მიმართულებას, რომ გაზაფხულზე, სემესტრის ბოლოს ჩატარდეს ეროვნული გამოცდები და არ იყოს ივლისში, როდესაც ცხელა. სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. გაზაფხულზე, სემესტრის ბოლოს სრულიად შესაძლებელია ერვნული გამოცდების ჩატარება და ამ იდეას ვიხილავთ",- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

დაიბრუნე 30 ლარი Wolt-ის ბალანსზე საქართველოს ბანკის ბარათით გადახდისას

25 ოქტომბერი, 2025 , 11:00

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა, ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ კომპანია ვოლტთან ერთად მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზებები მოუმზადა. აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში &nbs

“როგორ მოერგოს ბიზნესი ცვლილებებს” - საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ვორკშოპი გაიმართება

24 ოქტომბერი, 2025 , 18:02

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდამჭერი ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. “ბიზნეს 360˚“ პლატფორმის შეხვედრების სერიის ფარგლებში, 30 ოქტომბერს ლარისა პატარაიას ვორკშოპი — „როგორ უნდა მოერგოს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კიდევ 60-ზე მეტმა მეწარმე ქალმა კვალიფიკაცია აიმაღლა

24 ოქტომბერი, 2025 , 12:00

მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომლის მიზანი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება და მეწარმეობის იდეების მქონე ქალების პოტენციალის ხელშეწყობაა, წარმატებით გრძელდება. პროგრამის ინტენსიურ ვორკშოპებზე კიდ

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამები სტუდენტებისა და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის

23 ოქტომბერი, 2025 , 16:14

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს, რომელთა მიზანი განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაა. 

რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცყოფაა. როდემდე უნდა გაგრძლედეს ასეთი ძალადობა თავის მოსახლეობაზე - ამირან გამყრელიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 12:46

ამ ადამიანთან ასეთი ტიპის მოპყრობა რაც გუშინ ტელევიზიით ვნახეთ დაუშვებელია, ერის სირცხვილია, სამედიცინო საზოგადოების შეურაცხყოფაა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

23 ოქტომბერი, 2025 , 12:29

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ ტენდერი გამოაცხადა. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტენდერი დიდი დიღმისა და