უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

13 ოქტომბერი, 2025 15:05
font-size

გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა პირდაპირ სასამართლო დარბაზში აღიარა

გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა პირდაპირ სასამართლო დარბაზში აღიარა - "კანონიერი "ქურდის" ძმის მკვლელობაში ბრალდებული ირწმუნება, რომ ქართველ ბიზნესმენს შეურაცხყოფა ვერ აპატია.

  • - ჯანგველაძის ჩვენების მხიედვით, მან უკრაინაში ბრძოლისას გაიცნო ვინმე სერგეი ბონდარენკო, რომელსაც ბიტკოინების ქარხანა ქართველმა "კრიმინალებმა წაართვეს" - "ასახელებდნენ ჯანგველაძეებს".
  • - ამის შედეგ, როგორც უძილაური ამტკიცებს, ის და ბონდარენკო შეხვდნენ ჯანგველაძეებსი წარმომადგენლებს, რომლებიც ცუდად მოექცნენ - "გასაზიზღრებული დაგვტოვეს".
  • - მკვლელობაში ბრალდებულის თქმით, ამის შემდეგ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და ლევან ჯანგველაძესთან შეხვედრა მოინდომა - "ჯანგველაძისთვის მინდოდა მეთქვა, მინდა დავიჯერო, რომ შენი ბანდის წევრებისთვის ეგ მითითება შენ არ მიგიციათქო".
  • - უძილაურმა სასამართლოს უთხრა, რომ ჯანგცველაძის თბილისში ჩამოსვლის შესახებ ინფორმირებული იყო და ისიც იცოდა, გარდაცვლილი მეგობრის სამძიმარზე რომ უნდა მისულიყო, ასევე ადასტურებს, რომ თან იარაღი მართლაც ჰქონდა.

რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობის დღეს, უძილაური ამბობს, რომ ჭავჭავაძის გამზირზე, ვინმე სვეტასთან ჩაშლილი პაემნის შემდეგ აღმოჩნდა. ბრალდებულის თქმით, კახა ძანძავასთან ერთად მყოფმა უძილაურმა მას მისამართი ჰკითხა, ამის შემდეგ კი ყურება დაუწყო - "ზუსტად ისეთი თვალებით მიყურებდა როცა სკაიპში რომ მითხრა “შენ მოგაქცევენ ყურადღებასო” და თავი ვეღარ გავაკონტროლე"

ლევანმა მისამართი მკითხა, არ ვიცითქო, ხმაზე ვიცანი და ავღელდი. იქვე მინდოდა მეთქვა რომ რაც გაგვიკეთე მაგის საჭიროება არ იყოთქო, მაგრამ აღელვებული ვიყავი და კონფლიქტში რომ არ შევსულიყავი მოვიცადე, სანამ პანაშვიდიდან ჩამოვა თავს დავიწყნარებთქო. რომ ჩამოვიდა თან ახლდა მეორე პირიც. ავდექი ფეხზე და იმ წუთში ვფიქრობდი, ამ ფორმით არ მინდოდა ლევანთან მისვლა რომ შენ ერთი წუთითლევანმა თითქოს რაღაც ჩაილაპარაკა, თითქოს ვეცნე და იქნებ გამომელაპარაკოსთქო. რომ გამოიარა შემომხედა მაგრამ არ გაჩერდა და წავედი ლევანის მიმართულებით. შემოტრიალდა ეგეც და ძანძავაც და გზა გააგრძელეს. დაძახებას ვაპირებდი უკვე და რესკად შემოტრიალდა და შემომხედა, მაგრად დავიძაბე, მე ხო სისასტიკე ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი და წამში ვიფიქრე რო ახლა იარაღს ამოიღებსთქო. ზუსტად ისეთი თვალებით მიყურებდა როცა სკაიპში რომ მითხრაშენ მოგაქცევენ ყურადღებასოდა თავი ვეღარ გავაკონტროლე.

მეგონა ხელში დავჭრიდი, მონასტერში რომ ავედი ვფიქრობდი იქნებ სასწრაფო მალე მივიდა და გადაარჩინათქო. ვფიქრობდი პოლიციას ჩავბარებოდი. რომ ჩამოვედი სასტუმროში შევიარე რადგან ლევანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მაინტერესებდა და იქ გავიგე რაც მოხდა. მერე კიდე ვცდილობდი იმ სვეტას ნახვას.

თან მინდოდა გიორგი ჯოხაძესთან დარეკვა, იმიტომ რომ ადამიანებს რომ რაღაც უბედურება დაემართება ხო ვიცით ვიღაცასთან დარეკვა", - განაცხადა უძლაურმა.

.. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა.

წყარო

ლევან ჯანგველაძის მკვლელობისთვის ბრალდებულ გელა უძილაურს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 ოქტომბერი, 2025 , 15:33

სასამართლომ თბილისის ცენტრში მოკლული ლევან ჯანგველაძის შეკვეთილ მკვლელობაში ბრალდებულს, გელა უძილაურს უვადო პატიმრობა მიესაჯა  - გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა. სასამართლომ სრულად გაიზიარა პრ

ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონიანი გირაო შეეფარდა

24 ოქტომბერი, 2025 , 14:44

ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1მილიონიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილ

მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს

24 ოქტომბერი, 2025 , 14:21

მწერალი ზვიად კვარაცხელია დააკავეს. მას სავარაუდოდ, რუსთაველზე გზის გადაკეტვას ედავებიან.  გავრცელებული ინფორმაციით,  დღეს პოლიციამ უკვე 10 ადამიანი დააკავა,   რომელთა შორის არიან იურისტ გიორგი მშვენი

ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს

24 ოქტომბერი, 2025 , 12:41

გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ცეცხლაძე დააკავეს - ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტები ავრცელებენ.  არსებული ცნობით, სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა სახლში მარტო იმყოფებოდა, როდესსაც სამართალდამცველები

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს

24 ოქტომბერი, 2025 , 11:31

საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა. უწყების განმარტებით, ღარიბა

დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე

22 ოქტომბერი, 2025 , 22:20

ადმინისტრაციული წესით დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა გზის უკანონოდ გადაკეტვის მცდელობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. რაც შეეხება ახალგაზრდა ქალს, რომელიც პოლიციის ავტომა