პოლიტიკა
გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე - კარლ ლამერსი
საქართველო- ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოში მყოფი გერმანიის პარლამენტის (ბუნდესთაგის) დელეგაციის ხელმძღვანელმა, გერმანიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კარლ ლამერსმა საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გამართვის მნიშვნელობა და საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები შეაფასა.
„საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გამართვა უდიდეს მნიშვნელობას ატარებს. ჩვენ საქართველოში მოწვევა 2014 წელს მივიღეთ და დიდი სიამოვნებით დავთანხმდით, რადგან საქართველო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისთის და ნატო-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორ ქვეყანას წარმოადგენს. ნატო-ს საქართველოსთან ძალიან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. საქართველო ავღანეთში არაწევრ სახელმწიფოებს შორის სამხედრო ძალის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია და ჩვენ გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობა გვაკავშირებს. საქართველოსა და გერმანიის ორმხრივi ურთიერთობები ხაზგასმულად კარგია. სწორედ ამიტომ მოხარული ვართ, რომ აქ ვიმყოფებით რაც წარმოადგენს ჩვენს ძლიერ გზავნილს, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის შემუშავებაც, გერმანიის მხარდაჭერით განხორციელდა. ჩვენ ორმხრივად მხარს ვუჭერთ ერთმანეთს და შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი კარგად ვითარდება,“- განაცხადა კარლ ლამერსმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოში ვიზიტად მყოფი გერმანელი და ფრანგი პარლამენტარები დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიიღო. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში საქართველოს წარმატებაზე, როგორც საგარეო პოლიტიკური მიღწევების, ისე ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების მიმართულებით. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა გერმანელ და ფრანგ პარლამენტარებს საქართველოს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასაბლეის გამართვის მნიშვნელობა.
თბილისი 26-29 მაისს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს. სესიაში, რომელიც ოთხი დღე გაგრძელდება, 600-მდე სტუმარი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის იქნება ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 300-ზე მეტი პარლამენტარი.
საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:59
განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:43
ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:48
რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:39
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

