პოლიტიკა
გერმანიის შსს-ის განმარტებით, საქართველო სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხო ქვეყნის აღიარებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს - ელგუჯა ხოკრიშვილი
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, საქართველო სრულად აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რაც უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარებისთვისაა საჭირო. ამის შესახებ გერმანიაში საქართველოს ელჩმა ელგუჯა ხოკრიშვილმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, გერმანიის შს მინისტრი გეგმავს, მთავრობის კაბინეტს წარუდგინოს გეგმა, რომელიც თავშესაფრის განაცხადების განხილვის დაჩქარებულ პროცედურას ითვალისწინებს.
„გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე სტეფან მაიერი იუწყება, რომ მაის-ივნისში შინაგან საქმეთა მინისტრი გეგმავს მთავრობის კაბინეტს წარუდგინოს გეგმა, რომელიც თავშესაფრის განაცხადების განხილვის დაჩქარებულ პროცედურას ითვალისწინებს. ეს პაკეტი მოიცავს ასევე საქართველოსთვის უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის სტატუსის მინიჭებასაც.
გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, საქართველო სრულად აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც კოალიციის შეთანხმებით, უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარებისთვისაა დადგენილი. კერძოდ, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადები ძირითადად არ კმაყოფილდება და აღიარების მაჩვენებელი 1%-ს არ აღემატება. გერმანიაში მოქმედი სტანდარტის თანახმად, ქვეყანა მიიჩნევა უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად, არსებული დემოკრატიული სისტემისა და ზოგადი პოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც დასტურდება, რომ სახელმწიფოს მხრიდან დევნას ადგილი არ აქვს და ამასთან უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეების დაცვას სხვა ყველა სახის დევნისაგან.
თავისთავად ის გარემოება, რომ გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის განაცხადების აღიარების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია, მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებული ვითარება მაღალ დემოკრატიულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. თუმცა, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარება კიდევ უფრო გაამარტივებს თავშესაფრის განაცხადების განხილვის პროცედურას და მინიმუმამდე შეამცირებს განხილვის ვადებს. პროცედურის თანახმად, გერმანიის მთავრობის კაბინეტის თანხმობის გარდა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება საჭიროებს პარლამენტისა და ფედერალური საბჭოს თანხმობას.
აღნიშნულთან დაკავშირებით გერმანიაში საქართველოს საელჩო აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შესაბამის სტრუქტურებთან, ისევე როგორც ფედერალური მიწების მთავრობებთან, იმისათვის რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს პროცესის დროულად დასრულებას“,- განაცხადა ელჩმა.
საკვანძო სიტყვები:
საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი - ევროკომისიის ანგარიში
19 დეკემბერი, 2025 , 20:48
სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს
19 დეკემბერი, 2025 , 17:13
ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა
19 დეკემბერი, 2025 , 09:02
მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა
18 დეკემბერი, 2025 , 15:27
ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს მთავრობას - კაია კალასი
18 დეკემბერი, 2025 , 15:15
ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუჭერთ მხარს მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკისა, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს - შალვა პაპუაშვილი
18 დეკემბერი, 2025 , 14:21


