უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

13 მარტი, 2025 09:24
font-size

ღია ტექსტით გვესაუბრებოდნენ იმაზე, რომ საკუთარი ქვეყანა უნდა გაგვეწირა გლობალური ინტერესების სანაცვლოდ, მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტის გახსნისკენ, უარის მიღების შემდეგ იყო შანტაჟი - ირაკლი კობახიძე

გვითხრეს, რომ 3 700 000 ხართ, ყველას ვერ დაგხოცავენ და ოკუპაციის შემდეგ უნდა გადახვიდეთ პარტიზანულ ომზეო, ანუ, პირდაპირ, ღია ტექსტით გვესაუბრებოდნენ იმაზე, რომ საკუთარი ქვეყანა უნდა გაგვეწირა რაღაც გლობალური ინტერესების სანაცვლოდ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უარის მიღების შემდეგ იყო პირდაპირი შანტაჟი, ქუჩაში გაიყვანეს რადიკალური ოპოზიცია კონკრეტული მოთხოვნებით და კოორდინაციაში ჩართეს უკრაინის ხელისუფლებაც.

„პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა ის, რისი გახსენებაც ნაკლებად არის დაკავშირებული გარკვეულ უხერხულობებთან და რისკებთან. იქ, კონკრეტულად, საუბარი იყო დაჟინებულ მოთხოვნაზე, რომ დაგვეწესებინა სანქციები. მოგვიანებით, საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს არავინ ითხოვდა სანქციებთან მიერთებას, თუმცა, რეალურად, დახურულ კარს მიღმა იყო ბევრად უფრო მძიმე საუბრები და მძიმე მოთხოვნები. ვისგან, როგორ, ამას დღესაც არ დავაკონკრეტებ, მაინც გავუფრთხილდები რაღაცეებს, თუმცა მე შემიძლია გითხრათ, რომ, მაგალითად, ერთი კონკრეტული შეხვედრა წარიმართა განსაკუთრებულად მძაფრი შინაარსით და იქ, პირდაპირ იყო საუბარი ქვეყნის ომში ჩართვაზე. ასევე, იცით, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გაიხსენა ერთ-ერთი ეპიზოდი, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრიდან, სადაც საუბარი იყო პარტიზანულ ომზე. მარტივი რაღაც გვითხრეს, რომ 3 700 000 ხართ, ყველას ვერ დაგხოცავენ და ოკუპაციის შემდეგ უნდა გადახვიდეთ პარტიზანულ ომზეო. ანუ, პირდაპირ, ღია ტექსტით გვესაუბრებოდნენ იმაზე, რომ საკუთარი ქვეყანა უნდა გაგვეწირა რაღაც გლობალური ინტერესების სანაცვლოდ. უარის მიღების შემდეგ იყო პირდაპირი შანტაჟი. იყო შანტაჟი, რომელიც გამოიხატებოდა სხვადასხვა ფორმით,“- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, შემდეგ გადავიდნენ ირიბ მოთხოვნებზე, მათ შორის, დახურულ კარს მიღმა, კერძოდ ეს სანქციებთან მიერთებასთან ერთად შეეხებოდა მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა უკრაინაში, მთავრობის ოფიციალური ნებართვით.

„შემდეგ ამ ყველაფერში ჩართეს და ქუჩაში დააყენეს რადიკალური ოპოზიცია კონკრეტული მოთხოვნებით და ამ კოორდინაციაში ჩართეს უკრაინის ხელისუფლება, რომელმაც პირველ მარტს, ომის დაწყებიდან 5 დღეში გაიწვია ელჩი საქართველოდან. სწორედ, ამ ორი საბაბით - სანქციებთან არმიერთება და მებრძოლი მოხალისეების არგაგზავნა უკრაინაში. მე შეგახსენებთ, რომ მოლდოვაც არ იყო მაშინ მიერთებული სანქციებთან, თუმცა არათუ რაიმე მძაფრი დიპლომატიური რეაქცია, არავითარი კრიტიკაც კი არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით. არავის მოუთხოვია მოლდოვისგან მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა მთავრობის ჩართულობით და ა.შ. ჩვენგან გაიწვიეს ელჩი პირველ მარტს. მაშინ იყო ძალიან მძიმე ემოციური ფონი და ჩვენი მხარდამჭერებიც კი იყვნენ, რომლებიც მძაფრად გამოდიოდნენ, ერთგვარად ხელისუფლების წინააღმდეგ, - მრცხვენია რომ ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე საიდანაც ზელენსკიმ გაიწვია ელჩი და ასეთი გამოსვლები იყო, მითუმეტეს, არაფერს ვამბობ იმაზე, რა მძაფრი გამოსვლები ჰქონდათ მაშინ რადიკალური ოპოზიციის არამარტო ლიდერებს და წარმომადგენლებს, არამედ უბრალო მხარდამჭერებსაც, ემოციური ფონი იყო და გასაგებია, იყო რეაქცია. ზეწოლა გაძლიერდა, კოორდინაციაში ჩართეს ძალიან ბევრი სუბიექტი - საქართველოს შიგნით რადიკალური ოპოზიცია, „ენჯეოები“, კონკრეტული მედიასაშუალებები, ქვეყნის გარეთ უკრაინის ხელისუფლება, კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსების განცხადებები რთავდნენ ხოლმე ცნობილ სახეებს, ყოფილი პრეზიდენტი ილვესი, რომელიც პირდაპირ მოგვიწოდებდა აგრესიული ნაბიჯების გადადგმისკენ. პირდაპირ მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტის გახსნისკენ,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა და ამით თავად დაარღვია ის პრინციპები, რის საფუძველზეც ევროპა შენდებოდა - შალვა პაპუაშვილი

7 ნოემბერი, 2025 , 14:34

ორი ცრუ ნარატივი, რომლის დამკვიდრებაში ბრიუსელმა უზარმაზარი პოლიტიკური ენერგია და ფინანსური რესურსი ჩადო: საქართველოს პარლამენტმა მიიღო „რუსული კანონი“; საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის

ივანიშვილმა მიმართა იმ ხერხს, რომელიც მოსკოვში ნაცადია - არ ჭრის ლეგალური გზები, პიარული შეტევა, მოდი, გადავიდეთ დატუსაღებაზე, დატყვევებაზე, წამებაზე და ადამიანების ფიზიკურ განადგურებაზე - თაზო დათუნაშვილი

7 ნოემბერი, 2025 , 12:50

ბოროტი დიქტატურის დამყარების ლოგიკური გაგრძელებაა ის, რომ ივანიშვილი პოლიტიკურ სპექტრს პირდაპირ სისხლის სამართლებრივი დევნით, ციხით, ციხეში დალპობით დაემუქრა და პოლიტიკა დაატყვევა,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი ს

არათუ საქართველომ შეაჩერა რამე, არამედ ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გარკვეული დროით შეჩერება -ირაკლი კობახიძე

7 ნოემბერი, 2025 , 12:30

2022 წლიდან, როდესაც ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მინიჭების ოფიციალური განაცხადი წარვადგინეთ, ჩვენ ხელოვნურ გამოწვევებს ვაწყდებოდით  ევროკავშირისკ

უნდა დავივიწყოთ ყველა ძველი წყენა, ის თუ ვინ, როდის, რა პოზიციაზე იყო და ყველამ სამიზნე გავასწოროთ ივანიშვილზე - მიხეილ სააკაშვილი

7 ნოემბერი, 2025 , 12:27

გუშინდელს შემდეგ, კიდევ ერთხელ ნათელი გახდა ოპოზიციური ერთობის აუცილებლობა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. სააკაშვილის განმარტებით, „ოპოზიციამ უნდა დ

საქართველოში სხვადასხვა წყაროდან შემოდიოდა დიდი რაოდენობით დაფინანსება, რომელიც ქვეყანაში რევოლუციური სცენარების ხელშეწყობისთვის იყო განკუთვნილი - ირაკლი კობახიძე

7 ნოემბერი, 2025 , 11:58

ორი წლის წინ მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც განსხვავდება ახლახან მიღებული FARA-ს კანონისგან, რომელიც ამერიკული კანონის ასლია. ჩვენ მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა, რომელიც მხოლო

არ მგონია, რომ ევროკავშირის ინტერესებშია საქართველოში მთავრობის დამხობა, მაგრამ არსებობს გავლენა, რომელიც საკმაოდ აშკარაა - ირაკლი კობახიძე

7 ნოემბერი, 2025 , 11:51

არ მგონია, რომ ევროკავშირის ინტერესებშია საქართველოში მთავრობის დამხობა, მაგრამ არსებობს გავლენა, რომელიც საკმაოდ აშკარაა, - ამის შესახებ  საქართველოს