უკან
პოლიტიკა
27 დეკემბერი, 2018 12:10
გია ვოლსკი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საკადრო ცვლილებებზე ინფორმაციას არ ფლობს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საკადრო ცვლილებებზე ინფორმაციას არ ფლობს.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, საკადრო გადანაცვლებების თაობაზე ინფორმაცია საიდან ვრცელდება, მისთვის გაუგებარია.
„ასეთი ინფორმაცია არ მაქვს. კონსულტაციები საკითხზე არ გამართულა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში შესაძლოა, საკადრო ცვლილებები განხორციელდეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული თანამდებობები შესაძლოა, კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და მისმა პირველმა მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა დატოვონ.