უახლესი ამბები
- 06.02.2026 12:33სამართალდამცველებმა ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, დაკავებულია 39 პირი -შსს
- 06.02.2026 11:53ბათუმის თეატრის ხელმძღვანელობამ პირდაპირ, თავხედურად აღიარა, რომ წარმოდგენას ავტორის პოლიტიკური პოზიციის გამო კრძალავს.. და იცით რატომ გააკეთა? - გოგი გვახარია
- 06.02.2026 11:39ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
- 06.02.2026 07:59დღის კალენდარი - 6 თებერვალი
არქივი
საზოგადოება
გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას, ხარისხიანი განათლებაა ქვეყნის ერთიანობის, განვითარებისა და სიძლიერის ქვაკუთხედი, განათლების მხარდაჭერა მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება - ირაკლი კობახიძე
ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, პატივცემულო მასწავლებლებო და მშობლებო, გულითადად გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც წელს პირველად შეაღო სკოლის ან უნივერსიტეტის კარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ფეისბუქზე“ წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, განათლების უწყვეტი პროცესი კრიტიკული აზროვნების განვითარების, საკუთარი შესაძლებლობების შეცნობისა და ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბების გზაა.
„ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, პატივცემულო მასწავლებლებო და მშობლებო, გულითადად გილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც წელს პირველად შეაღო სკოლის ან უნივერსიტეტის კარი და ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო და ამავდროულად, საინტერესო ეტაპი დაიწყო. განათლების უწყვეტი პროცესი კრიტიკული აზროვნების განვითარების, საკუთარი შესაძლებლობების შეცნობისა და, რაც მთავარია, ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბების გზაა. ამ გზაზე მომავალი თაობის მთავარი თანამგზავრები არიან მასწავლებლები და პროფესორები. მადლობას ვუხდი მათ დაუღალავი შრომისთვის. მადლობა მშობლებსა და ოჯახებს, რომელთა მხარდაჭერა და თანადგომა უდიდესი ძალაა შვილებისთვის. თანამედროვე სამყაროს გამოწვევების ფონზე, სწორედ ხარისხიანი განათლებაა ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, განვითარებისა და სიძლიერის ქვაკუთხედი. ამიტომ, განათლების მხარდაჭერა ჩვენი მთავრობის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. საინტერესო და წარმატებებით სავსე ახალ სასწავლო წელს გისურვებთ“, – აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
საკვანძო სიტყვები:
დიდი მიზნები პატარა ნაბიჯებით - საქართველოს ბანკის sCoolApp-ის ახალი ციფრული ყულაბა
5 თებერვალი, 2026 , 18:06
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტელეკომპანია POSTV-ის გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვს
4 თებერვალი, 2026 , 17:16
სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისში კვების ობიექტებს ამოწმებს
4 თებერვალი, 2026 , 16:46
სახალხო დამცველი რუსთავის N12 საპატიმროში ბაჩო ახალაიას, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ სააკაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და ლევან ხაბეიშვილს ესაუბრა
4 თებერვალი, 2026 , 16:10
საქართველოს შემთხვევაში, პირდაპირ ვიხილეთ არჩევნებში ჩარევის კონკრეტული მაგალითები, ამერიკული დოკუმენტები ახდენს იმ ყველაფრის ლუსტრაციას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით რამდენიმე წლის განმავლობაში - ირაკლი კობახიძე
4 თებერვალი, 2026 , 15:01
8 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი
4 თებერვალი, 2026 , 14:40


