საზოგადოება
დიდი მიზნები პატარა ნაბიჯებით - საქართველოს ბანკის sCoolApp-ის ახალი ციფრული ყულაბა
საქართველოს ბანკი მოსწავლეებზე ზრუნვას აგრძელებს. დღეიდან, მოსწავლეებს სპეციალურად მათთვის შექმნილ აპლიკაცია - sCoolApp-ში განახლებული გოჭი-ყულაბა დახვდებათ.
განახლებული ციფრული ყულაბა მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, თანხის დაზოგვა მარტივად, უსაფრთხოდ და სახალისოდ დაიწყონ და აქციონ ის ყოველდღიურ ჩვევად, რაც დამოუკიდებელი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ.
მისი მეშვეობით, მოსწავლეებს ახლა უკვე აქვთ შესაძლებლობა, დაამატონ კონკრეტული მიზნები და რეალურ დროში დააკვირდნენ, თუ როგორ აგროვებენ თანხას სასურველი ნივთისთვის. ეს პროცესი თანხის შეგროვებას მოტივაციის მიმცემ გამოცდილებად აქცევს და ფინანსური პასუხისმგებლობის განვითარებას უწყობს ხელს.
გოჭი-ყულაბით თანხის დაგროვება ორი გზით არის შესაძლებელი:
- -ავტომატური დაზოგვა - მოსწავლე აპლიკაციაში უთითებს მცირე თანხას (25 თეთრიდან 10 ლარამდე), რომელიც ბარათით ყოველი გადახდისას ავტომატურად გადადის ყულაბაში. დანაკლისი შეუმჩნეველია, თანხა კი სტაბილურად გროვდება;
- -ერთჯერადი შევსება - ყულაბაში სასურველი თანხის ერთჯერადად გადარიცხვაც შესაძლებელია ნებისმიერ დროს, რაც იდეალურია დაბადების დღეზე ნაჩუქარი თანხის ან ჯიბის ფულის გადასანახად.
sCoolApp-ის ახალი ფუნქციონალი მშობლებისთვისაც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. აპლიკაცია მათ შესაძლებლობას აძლევს, ბავშვებთან ერთად მარტივად და ბუნებრივად დაიწყონ საუბარი თანხის შეგროვებაზე, მის მართვაზე, მიზნების დაგეგმვასა და დაზოგვის მნიშვნელობაზე.
გოჭი ყულაბის ახალი ფუნქციონალით სარგებლობისთვის, საჭიროა თქვენს შვილს განუახლოთ sCoolApp. თუ sCoolApp ჯერ არ გადმოგიწერიათ, გადადით ბმულზე, გაეცანით დეტალებს და მიჰყევით ინსტრუქციას.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ტელეკომპანია POSTV-ის გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვს
4 თებერვალი, 2026 , 17:16
სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისში კვების ობიექტებს ამოწმებს
4 თებერვალი, 2026 , 16:46
სახალხო დამცველი რუსთავის N12 საპატიმროში ბაჩო ახალაიას, პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ სააკაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და ლევან ხაბეიშვილს ესაუბრა
4 თებერვალი, 2026 , 16:10
საქართველოს შემთხვევაში, პირდაპირ ვიხილეთ არჩევნებში ჩარევის კონკრეტული მაგალითები, ამერიკული დოკუმენტები ახდენს იმ ყველაფრის ლუსტრაციას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით რამდენიმე წლის განმავლობაში - ირაკლი კობახიძე
4 თებერვალი, 2026 , 15:01
8 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი
4 თებერვალი, 2026 , 14:40
„დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამას მეექვსე სახის კვლევა, ფილტვის კიბოს სკრინინგი დაემატება, რასაც ასევე თბილისის მერია დააფინანსებს
4 თებერვალი, 2026 , 14:32


