უკან

პოლიტიკა

12 ოქტომბერი, 2017 17:45
font-size

გიორგი აბაშიშვილის ინფორმაციით, ხვალ პარლამენტის შენობაში პრეზიდენტის სამუშაო ოთახში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არ შეუშვებენ

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ ხვალ ქუთაისში, პარლამენტის სასახლეში, პრეზიდენტის სამუშაო ოთახში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არ შეუშვებენ.

როგორც აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი ინფორმაცია მათ პარლამენტის აპარატიდან მიიღეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იმედოვნებს, რომ ადგილი აქვს გაუგებრობას.

„მოგეხსენებათ, ხვალ საქართველოს პარლამენტში არის მოტივირებული შენიშვნების განხილვა.

საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, მე, უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და მრჩეველები მივემგზავრებით ქუთაისში ამ განხილვაზე. დღეს ჩემს თანამშრომლებს დაურეკეს საქართველოს პარლამენტის აპარატიდან და უთხრეს, რომ ჩვენ არ შეგვიშვებენ პრეზიდენტის სამუშაო ოთახში. მე ვნახე კონსტიტუციის მოქმედი რედაქციაც და პროექტიც, არსად არ წერია, რომ პრეზიდენტს უფლება არ აქვს, საკუთარი ადმინისტრაციის უფროსი, მაღალი თანამდებობის პირები არ შეუშვას საკუთარ სამუშაო ოთახში. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და ეს საკითხი მოგვარდება. ჩვენ ნამდვილად ვაპირებთ პრეზიდენტის სამუშაოს ოთახში შესვლას და შესაბამისი სამუშაო პირობების შექმნას", - აღნიშნა აბაშიშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

კანონპროექტზე არცერთი ქვეყანა არ ამბობს, ძალიან კარგიაო, რადგან არცერთ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს გარდა - მამუკა მდინარაძე

16 აპრილი, 2024 , 19:08

კანონპროექტზე არცერთი ქვეყანა არ ამბობს, ძალიან კარგიაო, იმიტომ, რომ არცერთ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს გარდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხ

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ კალანდარიშვილი და წევრობის კანდიდატები პირველი მცდელობით ვერ აირჩია

16 აპრილი, 2024 , 16:19

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. თუმცა, პირველი მცდელობით პარლამენტმა ისინი ვერ აირჩია. ცესკოს თავმჯდომარეობი

საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება, - სალომე ზურაბიშვილი

16 აპრილი, 2024 , 08:06

საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს. „სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში „რუსული კანონის

ირაკლი კობახიძე ოლაფ შოლცს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 16:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს - ოლაფ შოლცი

12 აპრილი, 2024 , 15:45

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს, - ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესონფერენციაზე განაცხადა. &

ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის პირველ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერა იგეგმება

12 აპრილი, 2024 , 15:18

პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად წარედგინა კანონის პროექტი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი