უახლესი ამბები
- 22.09.2025 14:18დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი
- 22.09.2025 13:42შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
- 22.09.2025 13:15ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
- 22.09.2025 13:08ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 22.09.2025 12:57პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
- 22.09.2025 12:43ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე
- 22.09.2025 12:29საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
- 22.09.2025 09:00დღის კალენდარი _ 22 სექტემბერი
არქივი
პოლიტიკა


გიორგი ბირბიჩაძემ მოსახლეობას 2018 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები გააცნო
ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი, თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ბირბიჩაძე მის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათ 2018 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები გააცნო.
გიორგი ბირბიჩაძის თქმით, დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რომლითაც მომავალი წლის განმავლობაში იხელმძღვანელებენ, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მაქსიმალურად არის მორგებული და არსებულ გამოწვევებს რეალურად პასუხობს.
როგორც მაჟორიტარმა აღნიშნა, ერთი წლის განმავლობაში ყველა პრობლემის სრულად მოგვარება შეუძლებელია, თუმცა პოზიტიურ დინამიკას და გარკვეულ ხელშესახებ ცვლილებებს მოსახლეობა აუცილებლად იგრძნობს.
ვაკის მაჟორიტარი დეპუტატის თქმით, დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტები ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურული განვითარება, გამწვანება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაძლიერება იქნება.
„ვაკის რაიონის 2018 წლის ბიუჯეტში ასახულია ის პრიორიტეტები, რაც ჩვენ წინასაარჩევნოდ არაერთხელ გავაჟღერეთ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრებისას. ზოგადად, მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, სწორედ, თბილისისა და თბილისელების საჭიროებებზეა მორგებული და არსებული გამოწვევების დაძლევაზე მაქსიმალურად არის ორიენტირებული. ბუნებრივია, ერთ წელში ყველა პრობლემა ვერ მოგვარდება, თუმცა პოზიტიური დინამიკა უნდა იგრძნობოდეს, რისთვისაც ჩვენ ძალას არ დავიშურებთ. რაც შეეხება საგზაო სამუშაოებს, განხორციელდება რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი - ვაჟა-ფშაველას კვარტლებში, ქავთარაძესა და ნუცუბიძის ფერდობზე. მოეწყობა ახალი და რეაბილიტირდება არსებული სკვერები ჯანსაღი და კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად, გარდა ამისა, დიდ ყურადღებას დავუთმობთ სპორტული მოედნებისა და ფიტნეს ზონების მოწყობას. ბიუჯეტში კონკრეტული თანხებია გამოყოფილი სპორტული და კულტურული ღონისძიებების უზრუნველყოფისა და ახალგაზრდების ხელშეწყობისათვის. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ნუცუბიძის IV პლატოზე მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რაც ადგილობრივ მცხოვრებლებს წლების განმავლობაში არსებულ პრობლემას მოუხსნის“- განაცხადა გიორგი ბირბიჩაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას.
თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბიუჯეტის პარამეტრების წარდგენისას ადგილობრივ მცხოვრებლებს დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ღონისძიებას ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ხუციშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი გიორგი მუსხელიშვილი და რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე ესწრებოდნენ.
საკვანძო სიტყვები:
დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი
22 სექტემბერი, 2025 , 14:18
რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლო პარტიას აერთიანებს, მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს - შალვა პაპუაშვილი
22 სექტემბერი, 2025 , 14:10

შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
22 სექტემბერი, 2025 , 13:42
მიხეილ ყაველაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა
21 სექტემბერი, 2025 , 10:52
ჩვენ იმიტომ არ დავეხსენით მოსკოვს, რომ ახლა ბრიუსელიდან იმავე ქედმაღლობით გვიყურებდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს გვიყურებდა ცენტრი - შალვა პაპუაშვილი
19 სექტემბერი, 2025 , 13:29
ბრიუსელის მერი ირაკლი კუპრაძეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს
18 სექტემბერი, 2025 , 20:03