პოლიტიკა


გიორგი ჯანჯღავა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში საქართველოს წარმომადგენელად დაინიშნა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საუდის არაბეთში, გიორგი ჯანჯღავამ რწმუნებათა სიგელები გადასცა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, იუსუფ ალ-ოსაიმინს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, გიორგი ჯანჯღავა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OIC) საქართველოს პირველ წარმომადგენელად დაინიშნა.
რწმუნებათა სიგელის გადაცემის ცერემონიის დასრულებისას გაიმართა ორმხრივი შეხვედრა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ორგანიზაციას შორის ურთიერთობის სამომავლო განვითარების პერსპექტივები. საქართვლოს ელჩმა და OIC-ის გენერალურმა მდივანმა ისაუბრეს რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე. იმედი გამოითქვა, რომ ელჩის წარმომადგენლად დანიშვნა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია 57 ქვეყანას აერთიანებს.
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25