პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფოს მტრები შეიწყალა - ვანო ზარდიაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის თქმით, პრეზიდენტი ალოგიკურად იყენებს მსჯავრდებულთა შეწყალების უფლებას, რაც დადასტურდა ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობით.
„ჩემი წინასწარმეტყველება ახდა და კიდევ შემიძლია, დავაანონსო, რომ შეწყალების საკითხებში ჩვენ კიდევ ბევრი საკითხი გველის ალბათ, იმდენად არაკომპეტენტურად ან არაკვალიფიციურად აქვს შეწყალების კომისიასა და პრეზიდენტ მარგველაშვილს ეს შეწყალებები გაკეთებული . შესაბამისად, აქ შეიძლება ზედმეტიც ითქვას, რომ შეიძლება სუბიექტური ინტერესიც ჰქონდეთ ამ შეწყალებებში, იმიტომ რომ არანაირი ლოგიკას არ ექვემდებარება მისი შეწყალებები. ჩვენ ვნახეთ, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, უდოს კომისიას 6-ჯერ აქვს ნათქვამი უარი პრეზიდენტისთვის ბაქრაძის შეწყალებაზე. ეს არის ძალადობრივი დანაშაულისთვის შეწყალებული ადამიანი. ეს ადამიანები არიან სახელმწიფოს მტრები და სახელმწიფოს მტრები შეიწყალა გიორგი მარგველაშვილმა“, -თქვა დეპუტატმა.
25 წლის ქალის მკვლელობისთვის ბრალდებული ვეფხვია ბაქრაძე წარსულში იყო ნასამართლევი. 2015 წელს სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის საქმეზე. 2 წლის შემდეგ პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე მას სასჯელი გაუნახევრდა და ბაქრაძემ საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა. 13 აპრილს კი ყოფილ მეუღლეზე შურისძიების მიზნით მან თავის გერს, თამარ გამრეკელაშვილს ყელი გამოსჭრა ახალგაზრდა ქალის ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ.
ბაქრაძეს გადაუკვალიფიცირდა 11 პრიმა 109–ე მუხლად, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს და 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, Global Europe Forum 2026-ში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:25
დღეს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან 1 წელი გავიდა - 2025 წლის 6 აგვისტოს, 24 დიპლომატიური მისიის მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების კვლავ ერთგულნი ვართ - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
12 იანვარი, 2026 , 13:21
ძალიან კარგად ვიცით, ახლა „ნაცმოძრაობაში“ რა პროცესები მიდის, სამართლებრივი თვალსაზრისით აღსასრულის პროცესი უდგათ - გურამ მაჭარაშვილი
12 იანვარი, 2026 , 13:11
ირაკლი კობახიძე აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას
12 იანვარი, 2026 , 13:03
ახალი წელი დადგა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო — რადიკალები დამარცხდნენ!- ნინო წილოსანი
9 იანვარი, 2026 , 15:12
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის ქართველი კაპიტნისა და ეკიპაჟის წევრების შესახებ განცხადებას ავრცელებს
8 იანვარი, 2026 , 16:00


