უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 ივლისი, 2017 17:10
font-size

გიორგი მღებრიშვილი ბულგარეთის შს მინისტრს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, ვალენტინ რადევს შეხვდა.

საქართველოს შს მინისტრმა ბულგარელ კოლეგას უწყებაში მიმდინარე რეფორმები, განხორციელებული პროექტები და დაგეგმილი სიახლეები გააცნო.

ბულგარეთის შს მინისტრის განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს შსს-ს მაღალტექნოლოგიურმა და მულტიფუნქციურმა ერთობლივი ოპერაციების ცენტრმა გამოიწვია და ამ მიმართულებით ქართული მხარის გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის განვითარების შესახებ იმსჯელეს და რეგიონულ ფორმატებში პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავების პრიორიტეტები განიხილეს.

გიორგი მღებრიშვილმა ბულგარეთის შს მინისტრს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებაც შესთავაზა. მსგავსი სამუშაო ჯგუფები საქართველოს შს სამინისტროს უკვე შექმნილი აქვს ევროკავშირის 11 წევრი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად.

შეხვედრაზე ვალენტინ რადევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბულგარეთი აგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

ბულგარეთის შს მინისტრმა საქართველოს შს მინისტრი ოფიციალური ვიზიტით სოფიაში მიიწვია და მისგან საპასუხო მიწვევა მიიღო.

საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი - ევროკომისიის ანგარიში

19 დეკემბერი, 2025 , 20:48

საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი. ამის შესახებ ევროკომისიის უვიზო მიმოსვლის­ შეჩერების მექანიზმის მერვე ანგარიშშია ნათქვამი. ევროკომისია ასკვნის, რომ "საქართვ

სამხრეთ კორეაში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს

19 დეკემბერი, 2025 , 17:13

22 დეკემბერს ვასრულებ კორეაში საქართველოს ელჩის პოზიციაზე საქმიანობას. მიზეზები და გარემოებები, აღარცაა საინტერესო, ვემზადები ახალი თავგადასავლებისთვის, - ამის შესახებ სამხრეთ კორეაში საქართველოს საგანგებო და სრულუფ

ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა

19 დეკემბერი, 2025 , 09:02

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯაფარიძის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება. „ზურაბ

მიხეილ ყაველაშვილი სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა

18 დეკემბერი, 2025 , 15:27

მიხეილ ყაველაშვილი, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდარ ვუჩიჩს შეხვდა. მიხეილ ყაველაშვილის პრესსამსახურის ცნობით, კოლეგებმა „სერბეთის სასახლეში“ გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და ს

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს მთავრობას - კაია კალასი

18 დეკემბერი, 2025 , 15:15

“ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ მხარს არ ვუჭერთ საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობას ქვეყანა არასწორი მიმართულებთ მიჰყავს, ეს არ არის ევროკაშირისკენ მიმავალი გზა. ჩვენი ძლიერი მესიჯი ქართველი ხალხი

ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუჭერთ მხარს მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკისა, რომელსაც პრეზიდენტი ზელენსკი ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს - შალვა პაპუაშვილი

18 დეკემბერი, 2025 , 14:21

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მიუხედავად იმ მტრული პოლიტიკისა, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება ქართველი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებს, ჩვენ ერთგული ვრჩებით უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის