პოლიტიკა


გიორგი ვაშაძე ცესკო-ს საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებს
„ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მცდელობაში, ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას კი "ქართულ ოცნებასთან" გარიგებაში ადანაშაულებს.
„ცესკო აგრძელებს გაყალბების ტოტალური მექანიზმის ჩამოყალიბებას საარჩევნო ადმინისტრაციაში,“ - განაცხადა ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე.
გიორგი ვაშაძემ წარადგინა ცესკო-ს ორი დადგენილება, 2017 და 2018 წლების საუბნო საარჩევნო კომისიების ფორმირებასთან დაკავშირებით, რომლებიც ერთმანეთისგან იმით განსხვავდება, რომ წელს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის მსურველებს გასაუბრებაზე აღარ დაიბარებენ.
„ამ ორ დოკუმენტს შორის არის ერთადერთი განსხვავება, 2017 წელს საოლქო საარჩევნო კომისიებს კომისია უფლებამოსილი იყო მონაწილეები კონკურსში საუბნო საარჩევნო კომისიებში დაებარებინა გასაუბრებაზე. 2018 წელს ეს მუხლი გაქრა ამ დოკუმენტიდან,“ - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, საარჩევნო კომისიებში ნეპოტიზმის ნიშნები იკვეთება. მისი თქმით, თამარ ჟვანია აკეთებს ყველაფერს, რომ მომავალი არჩევნები გაყალბდეს.
„ახლა მათ უნდათ, რომ აგვიკრძალონ გასაუბრებაც კი საუბნო საარჩევნო კომისიაში დამოუკიდებელ პროფესიონალურ ადგილზე დასანიშნ წევრებთან დაკავშირებით. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ სამწუხაროდ, თამარ ჟვანიამ ცესკო აქცია „ქართული ოცნების“ შტაბად. მისი დავალებაა, რომ ისე დააკომპლექტონ საარჩევნო კომისიები, რომ შექმნას ტოტალური გაყალბების მექანიზმი. მე მოვუწოდებ მას, რომ შეცვალოს ეს გადაწყვეტილება და თითოეული კანდიდატი, რომელიც ინიშნება დამოუკიდებელ წევრად, არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით და სხვა პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით გასაუბრებით იქნას დანიშნული საუბნო საარჩევნო კომისიაში,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

მთავრობის ადმინისტრაცია - საკოორდინაციო საბჭომ გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლის აუცილებლობა განიხილა
13 აპრილი, 2021 , 15:40

„გირჩს“ ცოტა არეული აქვს თავისი ფუნქციები - გია ვოლსკი
12 აპრილი, 2021 , 17:40

საქართველოში ჯერ მხოლოდ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული - პაატა იმნაძე
12 აპრილი, 2021 , 17:15

ჩვენ ღია დავტოვეთ კარი და შესაძლებლობა, რომ სხვა პარტიებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას - არჩილ თალაკვაძე
12 აპრილი, 2021 , 16:35
მჯერა პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე - კელი დეგნანი
12 აპრილი, 2021 , 15:30

იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ახლა უკრაინაა, ვართ ჩვენც - მაკა ბოჭორიშვილი
12 აპრილი, 2021 , 15:30