უახლესი ამბები
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
- 22.10.2025 14:47მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
- 22.10.2025 13:59ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
- 22.10.2025 11:39დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
- 22.10.2025 11:15ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
- 22.10.2025 11:06შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა
- 22.10.2025 10:4022 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
არქივი
საზოგადოება


`გირჩი` და მოძრაობა `თეთრი ხმაური ` მარიხუანას მოხმარებაზე ახალი რეგულაციების შემოღებას აპროტესტებს
მარიხუანას მოხმარებაზე ახალი რეგულაციების შემოღებას "გირჩისა" და მოძრაობა "თეთრი ხმაურის " წევრები აპროტესტებენ.
პოლიტიკურ ცენტრში თვლიან, რომ კანონპროექტს დახვეწა სჭირდება და ბევრი სადავო საკითხია მასში.
საუბარია შსს-ს მიერ მომზადებულ კანონპროექტზე, რომელიც უკვე მზად არის და კანონპროექტი მთავრობას რამდენიმე დღეში წარედგინება. "გირჩში" აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციები მხოლოდ პრობლემებს შექმნის.
„მე ყველაფერი არ მომწონს, არ მომწონს მაგალითად პროფესიული შეზღუდვები. არ მომწონს ის რომ მაგალითად მძღოლზე, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაშია უნდა გავრცელდეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ეს იქნება საშარო ამბავი და შს სამინისტროს და ქართველ ხალხს ეს არაფერს კარგს არ მოუტანს. ასეთი დახვეწა ამ კანონპროექტს დასჭირდება,“- ამბობს ”ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის” პოლიტიკური საბჭოს წევრი იაგო ხვიჩია.
გარკვეულ რეგულაციებს მხარს უჭერს, მოძრაობა ”თეთრი ხმაურის” აქტივისტი დავით სუბელიანი, თუმცა მისი თქმით, ხელისუფლება რეფორმას ვერ ატარებს და მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ცდილობს რეგულაციების დაწესებას.
როგორც სუბელიანი ამბობს, ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებასთან დაკავშირებით ხელისუფლებას პოლიტიკური გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული.
„შსს და სახელმწიფო კვლავაც რჩება იმ ტიპის მოთამაშედ, რომელიც მხოლოდ მცირე ცვლილებებს ახორციელებს. ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ახლა სხვა გზა არ დარჩათ, რაღაც რეგულაციები უნდა მიიღონ. როდესაც რეფორმას ვერ აკეთებენ და მხოლოდ ამაზე ფოკუსირდები, ეს მეტყველებს იმაზე, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება ,,ქართულ ოცნებას“ კვლავაც არ აქვს მიღებული"-ამბობს სუბელიანი.
საკვანძო სიტყვები:
პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
22 ოქტომბერი, 2025 , 17:53

საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
22 ოქტომბერი, 2025 , 17:46
მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
22 ოქტომბერი, 2025 , 14:47

22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:40

თუ ხარ ემიგრანტი, გაუგზავნე გზავნილი საკუთარ თავს და მიიღე პრიზები საქართველოს ბანკის მობილბანკში
21 ოქტომბერი, 2025 , 15:49

საქართველოს ბანკსა და „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
21 ოქტომბერი, 2025 , 12:57