უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

3 მაისი, 2018 10:50
font-size

„გირჩის“ წევრები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის ბრალდებით დააკავეს

„გირჩის“ წევრები, იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, მ.ს, რომელიც ნარკოტიკებს უკანონოდ ასაღებდა, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე შეაჩერეს და საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით, სამართალდამცველებმა პოლიციის შენობაში გადაიყვანეს. „გირჩის“ წევრები, რომელთა ოფისიც შემთხვევის ადგილის მეზობლად იყო, დაედევნენ პოლიციელებს, მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის უშლიდნენ.

„პოლიციის ხელთ არსებული ოპერატიული ინფორმაციით, მ.ს. ნარკოტიკებს უკანონოდ ასაღებდა. სამართალდამცველებმა იგი, შესაბამისი საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე შეაჩერეს. პოლიციელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალეს პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ წევრებმა, რომელთა ოფისიც შემთხვევის ადგილის მეზობლად აღმოჩნდა. სამართალდამცველებმა აღნიშნულ მოქალაქეებს არაერთხელ მოუწოდეს წესრიგის დაცვისკენ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. მ.ს. სამართალდამცველებმა პოლიციის შენობაში გადაიყვანეს, საპროცესო მოქმედებების ჩატარების მიზნით. „გირჩის“ წევრები დაედევნენ პოლიციელებს, აგრძელებდნენ მათთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლას და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რის გამოც 1982 წელს დაბადებული ი.ხ. და 1972 წელს დაბადებული ვ.მ. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ცირა გურგენიძე

საკვანძო სიტყვები:

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი

22 ოქტომბერი, 2025 , 19:30

სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა. ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ განაცხად ანტიკორუფციული საა

პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა

22 ოქტომბერი, 2025 , 17:39

პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილე ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა. გამოძიების ინფორმაცი

დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს

22 ოქტომბერი, 2025 , 11:39

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს, - ა

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა

22 ოქტომბერი, 2025 , 11:06

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა

18-19 ოქტომბრის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის14 პირია დაკავებული - შსს

21 ოქტომბერი, 2025 , 18:37

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18-19 ოქტომბრის განმავლობაში, შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისთვის, 14 პირია დაკავებული. დაკავებულთაგან ერთ-ერთი გადაყვან

„ფორმულას“ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი დააკავეს

20 ოქტომბერი, 2025 , 13:19

„ფორმულას“ ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის მიზეზით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს. ამასთან, ცოტა ხნის წინ თავად ქეთა ციცქიშვილმა დაწერა საკუთარ