უახლესი ამბები
- 22.10.2025 14:47მზია ამაღლობელი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებული გახდა
- 22.10.2025 13:59ჟურნალისტი ირაკლი წულაია დააკავეს
- 22.10.2025 11:39დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
- 22.10.2025 11:15ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
- 22.10.2025 11:06შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა
- 22.10.2025 10:4022 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
- 22.10.2025 08:00დღის კალენდარი - 22 ოქტომბერი
არქივი
რეგიონები


გონიოში აქციის მონაწილეები კომპანიისგან კუთვნილი ანაზღაურების გადახდას ითხოვენ
აჭარაში, გონიოში მუშებმა და სპეცტექნიკის მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს კუთვნილი ანაზღაურების გადახდის მოთხოვნით. აქციის მონაწილეების თქმით, მათ ხელშეკრულება გააფორმეს შპს „ჯორჯიან ბილდინგ პლუსთან“, რომლის ტენდერით მიღებულ ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდნენ, - იტყობინება აჭარის ტელევიზია.
„გასული წლის მარტიდან ოთხი თვის განმავლობაში ვმუშაობდით. ხელშეკრულების მიხედვით, თანხა სამი თვის შემდეგ უნდა აგვეღო. ხელმძღვანელი თურქი იყო, იგი წავიდა და ილია ბაღათურიას სახით სხვა დირექტორი მოგვევლინა, რომელმაც განგვიცხადა, რომ საბუთებს გადახედავდა და კანონის ფარგლებში ერთი კვირის განმავლობაში ხელფასის ჩარიცხვას დაგვპირდა. სატელეფონო მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა და გვპირდებოდნენ, რომ თანხას მალე აგვინაზღაურებდნენ. ჩვენ, გონიოში საკანალიზაციო სისტემას გასული წლის ზაფხულში ვაკეთებდით ამ კომპანიის ხელმძღვანელობით. ვითხოვთ, რომ დროულად ჩაგვირიცხონ თანხა. ასეთ სიტუაციაში 25-მდე მუშა ვართ. ვაპირებთ, ჩვენი უფლებებისთვის სამართლებრივად ვიბრძოლოთ. გვაქვს ხელშეკრულებები“, -აცხადებს აქციის მონაწილე რევაზ გობაძე.
შპს „ჯორჯიან ბილდინგ პლუსის“ ერთ-ერთი მეწილე ილია ბაღათურია აჭარის ტელევიზიასთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ეს ადამიანები მასი ხელმძღვანელობის პერიოდში არ მუშაობდნენ. ჩატარებული სამუშაოების დროს ის დირექტორი არ იყო. მან დაამატა, რომ ყოფილი ხელმღვანელი, რომელიც თურქეთის მოქალაქეა, მოიპარა ფირმის, დანადგარის საბუთები და ფირმის ბეჭედი.
„მე ამაზე პასუხს არ ვაგებ. სულ 8 ადამიანი იყო, ორმა მათგანმა ხელფასი რომ მთხოვა, კონტრაქტი კი არა, საკუთარი პასპორტიც კი არ გააჩნდა. კანონიერად როგორ გავცე ხელფასი იმ ადამიანზე, რომელსაც არანაირი ხელშეკრულება არ აქვს. მე, როგორც ახალი დირექტორი, როგორ ავანაზღაურებ ამ თანხას? ვისაც აქვს საბუთი, წარმოადგინონ და მიიღებენ თანხას. ამ დრომდე რატომ არ მიმართეს სასამართლოს?“- აცხადებს, შპს „ჯორჯიან ბილდინგი პლუსის“ მეწილე ილია ბაღათურია.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, აქციის რამდენიმე მონაწილემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა.
ანა მებურიშვილი

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა
13 ოქტომბერი, 2025 , 12:53
თოვლის და ლიპყინულის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
13 ოქტომბერი, 2025 , 11:22

ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
30 სექტემბერი, 2025 , 13:35
ალეკო ელისაშვილი და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, ინგა მაღრაძე დამეწყრილი სოფლებში ჩავიდნენ
18 სექტემბერი, 2025 , 17:59

გივი მიქანაძემ რაჭაში ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა
16 სექტემბერი, 2025 , 11:51

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის 109-ე კმ-ზე მეწყერის ჩამოწოლის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
10 სექტემბერი, 2025 , 10:55