უახლესი ამბები
- 22.10.2025 22:20დაკავებულია აქციის 20-მდე მონაწილე
- 22.10.2025 19:30ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი - სუს-ი
- 22.10.2025 17:53პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში12 პირი დააკავა
- 22.10.2025 17:46საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
- 22.10.2025 17:39პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული პირი, კობა ხუნდაძე დააკავა
არქივი
პოლიტიკა
გპირდებით, რომ თითოეულ ამომრჩეველს ექნება საშუალება გააკეთოს თავისუფალი არჩევანი - მამუკა ბახტაძე
რამდენიმე დღეში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღე გვაქვს - ქვეყანაში ტარდება საპრეზიდენტო არჩევნები. მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, მივიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სასურველი არჩევანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს არჩევნები თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული იყოს.
„ამ არჩევნებზე საქართველომ კიდევ ერთი დემოკრატიის ტესტი უნდა ჩააბაროს და მე მჯერა, რომ ამ ტესტს ჩვენ ყველა ერთად, თითოეული ჩვენი მოქალაქე ჩავაბარებთ ისე, როგორც ეს ჩვენს ქვეყანას ეკადრება. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ საზოგადოების მოთხოვნა და სურვილი, რომ გვქონოდა ნამდვილად ევროპული ტიპის წინასაარჩევნო კამპანია, ვერ მოხერხდა გარკვეული პოლიტიკური ძალების დესტრუქციული რიტორიკის გამო და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საარჩევნო პროცესში დისონანსი შეიტანოს რომელიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ძალამ“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთელ წინასაარჩევნო პერიოდში ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის უზრუნველყოფილი იყო თანაბარი და კონკურენტული გარემო.
“გპირდებით, რომ თითოეულ ამომრჩეველს ექნება საშუალება გააკეთოს თავისუფალი არჩევანი და თითოეული ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დავალებული, მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფილი იყოს წესრიგი, რათა ამომრჩევლებს მიეცეთ თავისუფალი არჩევანის საშუალება.
„მინდა ასევე მივმართო ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომ იყვნენ მაქსიმალურად აქტიურები. პირადად მე ვთხოვე რამდენიმე წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ მათ გაეზარდათ დამკვირვებლების რაოდენობა და მინდა მადლობა გადავუხადო მათ გაწეული დახმარებისთვის. იცით, რომ ძალიან ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოდის საპრეზიდენტო არჩევნებზე“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონით მკაფიოდ არის განსაზღვრული ადმინისტრაციული რესურსის ამკრძალავი რეგულაციები, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მთავრობამ მიიღო დადგენილება, რათა კიდევ ერთხელ გამოირიცხოს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. გარდა ამისა, მამუკა ბახტაძის თქმით, იუსტიციის სამინისტროში მუშაობს უწყებათაშორისი კომისია, რომელიც განიხილავს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს.
„ამავე დროს, მოვუწოდებ ყველას, თითოეულ დარღვევასთან დაკავშირებით, ზეპირ განცხადებებთან ერთად, გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები და კონკრეტულ დარღვევების არსებობის შემთხვევაში შეიტანონ საჩივრები, რათა საარჩევნო ადმინისტრაციას ჰქონდეს უფლება და საშუალება განიხილოს და გამოავლინოს დამრღვევი პირები. დარწმუნებული ვარ, რომ 28 ოქტომბერი იქნება საქართველოში დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება, რაც ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას ნიშნავს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29
იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17
ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

