უახლესი ამბები
- 27.11.2025 19:1930% ქეშბექი Gulf-ში და Extra.ge-ზე - საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესს Black Friday-ზე
- 27.11.2025 18:25გრძელდება “ოცნების” მხრიდან საჯარო მოხელეთა პოლიტიკური დევნა-გათავისუფლდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის და ახალგაზრდობის სააგენტოს 60-მდე თანამშრომელი - ტატა ხვედელიანი
- 27.11.2025 18:10საქართველოს ბანკის Black Friday შეთავაზებები – გზამკვლევი შოპინგის საერთაშორისო დღისთვის
- 27.11.2025 17:12მიიტანე შეკვეთა უფასოდ - Black Friday-ის შეთავაზება ბიზნესებს QuickShipper-ისა და საქართველოს ბანკისგან
- 27.11.2025 17:074 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 13 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება
- 27.11.2025 16:50ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე - ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი
არქივი
პოლიტიკა
გრძელდება “ოცნების” მხრიდან საჯარო მოხელეთა პოლიტიკური დევნა-გათავისუფლდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის და ახალგაზრდობის სააგენტოს 60-მდე თანამშრომელი - ტატა ხვედელიანი
პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის და ახალგაზრდობის სააგენტოს 60-მდე თანამშრომელი - საკადრო ცვლილებები მიმართულია ქვეყანაში განსხვავებული აზრის გაქრობისკენ და „ოცნების“ ძალაუფლების შენარჩუნებისკენ , - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
"გრძელდება “ოცნების” მხრიდან საჯარო მოხელეთა პოლიტიკური დევნა და უკანონო გათავისუფლებები, ახლა უკვე განათლების სამინისტროსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებში.
სახეზეა განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის სახელით შეფუთული პოლიტიკური დევნა მათ მიმართ, ვინც დღემდე არ ეთანხმება დე ფაქტო მთავრობას საგარეო კურსის ცვლილების საკითხში და განსხვავებულ აზრს აფიქსირებს საჯაროდ. პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის და ახალგაზრდობის სააგენტოს 60-მდე თანამშრომელი.
საჯარო მოხელეთა დევნა სისტემურად „ოცნებამ“ ზუსტად 1 წლის წინ დაიწყო, მაშინ როდესაც მათი მხრიდან პირველად დაფიქსირდა განსხვავებული აზრი ქვეყნის შეცვლილ საგარეო კურსთან დაკავშირებით. ღირსეული საჯარო მოხელეების დევნა მიმდინარეობს მაშინ როდესაც საჯარო უწყებებში დასაქმებული „ოცნების“ პარტაქტივის წევრები სამსახურში მიუსვლელად იღებენ ხალხის ბიუჯეტიდან ხელფასებს. რეპრესიების დაწყებიდან დღემდე საჯარო სამსახურში მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე 900-მდე კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე არის გათავისუფლებული, მათგან ნახევარზე მეტი ქალია.
მე მივმართე უკვე სადეპუტატო შეკითხვით განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გაგვცეს პასუხი, რას ემსახურება კეთილსინდისიერი და სტაჟიანი საჯარო მოხელეების გათავისუფლება და განსხვავებული აზრის დევნა მის უწყებაში. გარდა ამისა, ჩვენი გუნდი იწყებს ყოფილ და არსებულ საჯარო მოხელეებთან აქტიურ კონსულტაციას, რომლის მიზანი იქნება არსებული მდგომარეობის შესაბამისად, საპარლამენტო კონტროლის გამოყენებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
საკადრო ცვლილებები, რომლებიც მიმდინარეობს, არ ემსახურება სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებას და ხალხის ინტერესების გათვალისწინებას, ისინი მიმართულია ქვეყანაში განსხვავებული აზრის გაქრობისკენ და „ოცნების“ ძალაუფლების შენარჩუნებისკენ", - განაცხადა ხვედელიანმა.
ComCom-მა უფასო და ფასიანი პოლიტიკური რეკლამის ანალიზი გამოაქვეყნა
27 ნოემბერი, 2025 , 13:31
ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
27 ნოემბერი, 2025 , 13:05
მე და ბურჯანაძე სამი წელი საერთოდ არ ველაპარაკებოდით ერთმანეთს ვარდების რევოლუციის წინ, მაგრამ ეგრევე გადავდე გვერდზე ყველანაირი პირადი წყენა, როცა საქმეს ასე დასჭირდა – მიხეილ სააკაშვილი
27 ნოემბერი, 2025 , 12:15
არავითარი ქართული მიწა უცხოელებზე არ იყიდება, მიწის ნაკვეთების თანამესაკუთრედ რჩება სახელმწიფო, პარტნიორ კომპანიას არ აქვს მიწის გასხვისების შესაძლებლობა - ირაკლი კობახიძე
26 ნოემბერი, 2025 , 15:02
არავითარ კავშირში არ არის მოქალაქეობის მინიჭებასთან ბინების ყიდვა-გაყიდვის საკითხი, ბინის ყიდვის საფუძველზე არავინ არ იღებს საქართველოს მოქალაქეობას - ირაკლი კობახიძე
26 ნოემბერი, 2025 , 13:51
არის თემები, რაზეც არ უნდა ისპეკულირო მაშინაც კი, როცა ხარ „ნაცმოძრაობის“, „ლელოს“, ან „ალტ ინფოს“ წარმომადგენელი, იციან, რომ არავითარი არაბული ქალაქები არ შენდება, იციან, რომ 7 00 მლნ შედის წელიწადში ბიუჯეტში, რომ 11 მლრდ-ით გაამდიდრებს ქართულ ეკონომიკას EAGLE HILLS-ის პროექტი, მაგრამ მაინც სპეკულირებენ, ესაა უცხოელი აგენტების ხვედრი და ბედი - ირაკლი კობახიძე
26 ნოემბერი, 2025 , 13:34


