უახლესი ამბები
- 22.11.2024 15:35დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის სასკოლო ოლიმპიადაზე STEM მიმართულებით
- 22.11.2024 15:08პირველი დეკემბრიდან გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულოა
- 22.11.2024 14:52პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებულ 20 წლის მათე დევიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
არქივი
საზოგადოება
გრიგოლ ვაშაძე ზაზა სარალიძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს
გაერთიანებული ოპოზიციის ,,ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე რუსთაველის გამზირზე მივიდა, სადაც შვილმოკლული მამები საპროტესტო აქცია გრძელდება.
ვაშაძე ითხოვს, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა სამართალდამცველებმა დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ.
,,გაანაბეთ თავი ზაზა სარალიძეს, ადამიანი ისედაც დაავადებულია, დაავადმყოფებულია და უკანასკნელი ძალით იბრძვის იმისთვის, რომ სამართალმა თავისი შვილის მკვლელები დასაჯოს", - განაცხადა ვაშაძემ.
მისი თქმით, ,,სანამ სახელმწიფო არ აღიარებს იმას, რომ დათუნა სარალიძის შემთხვევაში ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, როცა მტკიცებულებები გაანადგურა და ხელი დააფარა მკვლელებს, თემირლან მაჩალიკაშვილის შემთხვევაში ჩაიდინა კიდევ უარესი, მოკლა ჯერ ადამიანი, შემდეგ ნივთიერი მტკიცებები გაანადგურა, შემდეგ მკვლელებს ხელი დააფარა, არ დამთავრდება ეს ამბავი, მაინც მიაღწევენ სამართალს.“
ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე გუშინ დააკავეს. ინციდენტი პოლიციელებსა და სარალიძეს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. მოგვიანებით, შსს-ში ზაზა სარალიძე დაკითხვის დროს შეუძლოდ გახდა, რის გამოც, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ზაზა სარალიძე ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკაში რჩება.