უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძემ იკადრა ის, რაც საქართველოში დღემდე არავის უკადრებია - ირაკლი კობახიძე
„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა იკადრა ის, რაც საქართველოში დღემდე არავის უკადრებია, შევიდა პატრიარქთან და ტყუილი გამოიტანა გარეთ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე.
კობახიძის ეს განცხადება ბიუროს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის მიერ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევის საკითხზე საუბარს მოყვა.
როგორც გოცირიძემ აღნიშნა, მხოლოდ მაშინ დაიჯერებს, რომ „ქართული ოცნება“ კულტივაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში აღარ დააბრუნებს, თუ ბიბლიაზე დაიფიცებენ“.
პარლამენტის თავმჯდომარე რომან გოცირიძის სწორედ ამ განცხადებას გამოეხმაურა.
„ამ კითხვას სვამს იმ პარტიის წარმომადგენელი, რომლის საპრეზიდენტო კანდიდატმაც რა იკადრა, რაც საქართველოში დღემდე არავის უკადრებია. შევიდა პატრიარქთან და ტყუილი გამოიტანა გარეთ. საქართველოს ისტორიაში მსგავსი არავის უკადრებია და კითხვებს გვისვამენ ტყუილებთან დაკავშირებით. ეს იკადრა გრიგოლ ვაშაძემ. ამით მგონი, ყველაფერი ნათქვამია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ პატრიარქთან დაკავშირებით ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელა.
მისი თქმით, ვაშაძის შეხვედრისას ილია მეორესთან წინასაარჩევნო გეგმები დეტალურად არ ყოფილა განხილული.
საკვანძო სიტყვები:
ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, ივანიშვილი აპირებს პრეზიდენტის სასახლის მიყიდვას, დიდი ალბათობით საკუთარ თავზე - მიხეილ სააკაშვილი
2 თებერვალი, 2026 , 18:34
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
2 თებერვალი, 2026 , 18:21
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საგაზაფხულო სესიის პირველი სამუშაო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრეს
2 თებერვალი, 2026 , 18:09
წარსულმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ გრანტების სახით შემოსული თანხები ექსტრემიზმის განვითარებას ხმარდება - ასე თუ არაა, რატომ არის გამჭვირვალობა პრობლემა - გია ვოლსკი
2 თებერვალი, 2026 , 17:56
დეზინფორმაციაა ის, რომ რომელიმე უნივერსიტეტი უქმდება - ის, რომ სახელწოდება იქნება „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, არ გულისხმობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩაყლაპვას - მარიამ ლაშხი
2 თებერვალი, 2026 , 17:47
დუბაიში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი დაიწყო
2 თებერვალი, 2026 , 17:26


