პოლიტიკა
გრიგორი კარასინმა რუსეთ-საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედება არ გამორიცხა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა რუსეთ-საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედება არ გამორიცხა. ამის შესახებ რუსმა დიპლომატმა „იზვესტიას“ განუცხადა.
„რაც შეეხება სავიზო ლიბერალიზაციას, როგორც იცით, ჯერ კიდევ 2015 წელს საქართველოსთან სავიზო რეჟიმი არსებითად გამარტივდა და პრინციპში დღეს ამ ქვეყნის ნებისმიერ მცხოვრებელს აქვს საშუალება, მიიღოს ვიზა რუსეთში ჩასასვლელად. პრინციპში, არ გამოვრიცხავთ პერსპექტივაში უვიზო რეჟიმის შემოღებას ურთიერთსაფუძველზე. სხვა საქმეა, რომ პრაქტიკულად ამის რეალიზება ჯერჯერობით რთულია. ხელს უშლის ჩემ მიერ ნახსენები დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა. აისახება რთული სიტუაცია მსოფლიოში, რომლისთვის დამახასიათებელია ტერორისტული და სხვა საფრთხეების ზრდა, არალეგალური მიგრაციის პრობლემა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, არ გავითვალისწინოთ“, - განმარტა კარასინმა.
საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:59
განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა
24 ოქტომბერი, 2025 , 11:43
ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:48
რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 10:39
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

