უახლესი ამბები
- 25.11.2024 12:32გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს - მიხაელ როთი
- 25.11.2024 12:32გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს - მიხაელ როთი
- 25.11.2024 12:11XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარეობს
- 25.11.2024 11:32იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები
- 25.11.2024 10:35პრეზიდენტის არჩევის თარიღს პარლამენტი ხვალ ჩანიშნავს - შალვა პაპუაშვილი
- 25.11.2024 10:24ირაკლი კობახიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა
- 25.11.2024 08:50საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია - პრეზიდენტი
არქივი
საზოგადოება
გთხოვთ, შემოდით ჩემს მდგომარეობაში - გურამ რჩეულიშვილის დაკითხვა 1 თვით გადაიდო
სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, გურამ რჩეულიშვილის ინფორმაციით, ინვესტორი არა მთლიან კომპანიას, არამედ მის აქტივებსა და პასივებს შეისყიდის.
„როგორც იცით, მიდის მუშაობა „ცენტრ პოინტის“ აქტივებისა და ვალდებულებების გასხვისებაზე. ეს არ არის კომპანიის როგორც შპს-ის გასხვისება, არამედ ეს არის მისი აქტივებისა და პასივების გასხვისება. რადგან მიმდინარეობს ყოველდღიური მოლაპარაკება შუამავალ და შემსყიდველ კომპანიებთან, ჩვენ მოვითხოვეთ დრო და სასამართლო პროცესის გადადება, რადგანაც მოლაპარაკებების შედეგი პირდაპირ იმოქმედებს ჩემი ჩვენების ფორმაზე. 5 ეტაპად გვქონდა გადაბარების პროცესი დაგეგმილი, პირველი ეტაპი გადალახულია, დარჩა რამდენიმე ეტაპი, რაზეც დაახლოებით რამდენიმე კვირა დაგვჭირდება, რომ დეტალები შედარდეს და დაიდოს ხელშეკრულება“, - განუცხადა რჩეულიშვილმა ჟურნალისტებს ბათუმის მაგნოლიას ეპიზოდზე გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ.
რჩეულიშვილის დაკითხვა „ცენტრ პოინტის“ საქმეზე 1 თვით გადაიდო. როგორც მან განმარტა, ინვესტორთან ყველა დეტალზე შესათანხმებლად 3 კვირა წავა, რის გამოც მან 1-თვიანი გადადება მოითხოვა.
„დაახლოებით, სამი კვირა დაგვჭირდება, რომ მყიდველმა ზუსტი მდგომარეობა ბოლო კვადრატამდე შეადაროს. საერთო სურათი შედარებულია, მაგრამ ახლა დეტალების შედარება მიდის, რაც აუცილებელია ხელშეკრულების დასადებად. აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთთვიანი გადადების ვადა მოვითხოვეთ, რამეთუ იმ მომენტამდე ველოდებით, რომ ჩარჩო ხელშეკრულება ჩვენსა და მყიდველს შორის დადებული იქნება, გაწელვაზე არ არის ლაპარაკი, გთხოვთ, შემოდით ჩემს მდგომარეობაში და გადავდოთ ერთი თვით პროცესი. ეს შედის როგორც ჩემს, ასევე დაზარალებულების ინტერესში“, - განმარტა რჩეულიშვილმა.
რაც შეეხება საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მაია რჩეულიშვილთან და რუსუდან კერვალიშვილთან, პროკურორ დავით გუმბერიძის თქმით, ეს მაშინ მოხდება, როცა ყველა მენაშენესგან იქება თანხმობა.