უახლესი ამბები
- 25.11.2024 12:45პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო
- 25.11.2024 12:32გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს - მიხაელ როთი
- 25.11.2024 12:32გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს - მიხაელ როთი
- 25.11.2024 12:11XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარეობს
- 25.11.2024 11:32იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები
- 25.11.2024 10:35პრეზიდენტის არჩევის თარიღს პარლამენტი ხვალ ჩანიშნავს - შალვა პაპუაშვილი
- 25.11.2024 10:24ირაკლი კობახიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა
- 25.11.2024 08:50საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია - პრეზიდენტი
არქივი
სამართალი
გურამ რჩეულიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა
სამშენებლო კომპანია ცენტრ პოინტის გენერალური დირექტორი გურამ რჩეულიშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა.
შესაბამისი გადაწყვეტილბა მოსამართლემ მიიღო.
ცენტრ პოინტის „ბათუმის მაგნოლიას“ ეპიზოდზე ბრალდებულ გურამ რჩეულიშვილს, პატიმრობის აღკვეთის ღონისძიება 30 ათას ლარიანი გირაოთი შეეცვალა.
გარდა ამისა, სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და რჩეულიშვილს პირადობის მოწმობა და საქართველოს პასპორტი ჩამოართვა.
სასამართლომ გირაოს თანხის გადახდის ვადად ათი დღე განსაზღვრა.
გურამ რჩეულიშვილი გლდანის საპატიმროს ტექნიკური პროცედურების გავლის შემდეგ, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში დატოვებს.
12 აპრილს გურამ რჩეულიშვილს „ბათუმის მაგნოლიას“ ეპიზოდზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების 9-თვიანი ვადა ეწურებოდა, თუმცა მოსამართლემ საკითხსზე დღეს იმსჯელა.
მონიკა დავლიანიძე