არქივი
რეგიონები
გურჯაანში მამაკაცი მოკლეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში 54 წლის ლადო ქევხიშვილი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ბლაგვი საგნით თავის არეში და სხეულის სხვადასხვა ადგილზე სასიკვდილო დაზიანებები აქვს მიყენებული.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი დააბეს და ფულს ითხოვდნენ. წაღებულია 20 ათასი ლარი, რომელიც გარდაცვლილს ტრაქტორის საყიდლად ჰქონდა.
შსს-ში ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
უწყების ცნობით, ეჭვმიტანილის დასაკავებლად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
ქვემო ქართლში, ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
12 ნოემბერი, 2025 , 12:20
პოლიციამ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ფოთში ერთი პირი დააკავა
11 ნოემბერი, 2025 , 11:51
Mastercard Corporate Card - პირველი პრემიალური ბიზნესბარათი რეგიონში საქართველოს ბანკისგან
7 ნოემბერი, 2025 , 20:12
პროკურატურამ ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა
7 ნოემბერი, 2025 , 12:17
საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი
7 ნოემბერი, 2025 , 12:13
ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა
29 ოქტომბერი, 2025 , 13:50

