უახლესი ამბები
- 24.02.2026 17:33თბილისის პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე 12 პირი გამოავლინა
- 24.02.2026 17:00სოფელ წითელუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება - სუს-ი
არქივი
პოლიტიკა
გურია, ბათუმი, ქობულეთი… ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, საქართველოს სახელმწიფო არ გააჩნია - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში რეგიონებში სტიქიის შედეგად შექმნილ რთულ ვითარებას ეხმიანება და წერს, რომ ქვეყანას პატრონი არ გააჩნია.
სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას დაზარალებული მოსახლეობისადმი უყურადღებობას გამო აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ადამიანები მხოლოდ 112-ის გამაფრთხიელებლი მესიჯების ამარა რჩებიან.
"გურია, ბათუმი, ქობულეთი… ქვეყანას პატრონი არ ჰყავს, საქართველოს სახელმწიფო არ გააჩნია, ყველა საშუალებები რაც გააჩნია სახელმწიფოს გადართულია რეპრესიაზე და მოქალაქეები კი რჩებიან იმ სიფრთხილის ანაბარად, რომლისკენ გვიწოდებს 112-ის გზავნილი!", - წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში დიდთოვლობის გამო, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა შეაჩერა. ხულოს, შუახევის და ქედის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს, ხელვაჩაურისა და ქობულეთის - 1,50 მეტრს. ლანჩხუთის მერის ინფორმაციით, ჩამონგრეულია 40-მდე სახლი. გარდა ამისა, დიდთოვლობის გამო, გურიის რეგიონში მძიმე მდგომარეობაა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სოფლების ნაწილი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, რის გამოც ადგილობრივებს საკვების, წყლისა და მედიკამენტების მარაგი ეწურებათ.
საკვანძო სიტყვები:
დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა
24 თებერვალი, 2026 , 13:54
იკვეთება ძალიან მკვეთრი შეუსაბამობა სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებელსა და შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნას შორის, მთელი რიგი სპეციალობების მიხედვით, ფიქსირდება ან მკვეთრი დეფიციტი, ან მკვეთრი სიჭარბე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:21
შრომის ბაზრის ანალიზმა აჩვენა, რომ დღეს დასაქმებულთა მხოლოდ 60 პროცენტს სჭირდება დიპლომი სამუშაო ადგილზე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:17
ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, რომლის უმთავრეს მიზნად განისაზღვრა უნივერსიტეტებში სპეციალობების მიხედვით კვოტების გადანაწილება - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:10
შრომის ბაზრის ანალიზმა გამოავლინა, რომ დაახლოებით 14 400 სტუდენტი უნდა აბარებდეს უნივერსიტეტებში ყოველწლიურად, ეტაპობრივად უნდა ვიზრუნოთ შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და სტუდენტების ჩარიცხვის მაჩვენებლის სრულ დაახლოებაზე - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:06
იურისტების შემთხვევაში, დისბალანსი ჩარიცხულ სტუდენტებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნას შორის არის 2920, ანუ 2920 ჩარიცხული სტუდენტი არის განწირული იმისათვის, რომ იურისტის დიპლომს ვერასოდეს გამოიყენებს - ირაკლი კობახიძე
24 თებერვალი, 2026 , 12:02




