უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

24 ოქტომბერი, 2016 15:55
font-size

გუშაგმა ნორმების სრული დაცვით უპასუხა - ლევან იზორია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გამოეხმაურა კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარ იმ ინციდენტს, რა დროსაც 23 წლის გიგა შენგელია დაიღუპა.

ლევან იზორია ამბობს, რომ სასწავლო ცენტრში დაახლოებით 03:30 წუთზე სამი უცხო პირი შეიჭრა, რასაც გუშაგის ქმედება მოჰყვა.

მინისტრის შეფასებით, გუშაგზე თავდასხმა იღებდა საშიშ და აგრესიულ ხასიათს, რასაც ამ უკანასკნელმა ნორმების სრული დაცვით უპასუხა.

„დილის 03:30 საათზე სამი პირი ცდილობდა უკანონოდ შეჭრილიყო, რასაც მოჰყვა კანონიერი რეაგირება გუშაგისგან. კერძოდ, მან ჯერ სიტყვიერად გააფრთხილა, შემდეგ როდესაც უკვე თავდასხმის ფაქტს ჰქონდა ადგილი, ჰაერშიც გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა, მაგრამ თავდასხმა კვლავ გრძელდებოდა და იღებდა საშიშ და აგრესიულ ხასიათს, რასაც მან ნორმების სრული დაცვით უპასუხა’’, - განაცხადა ლევან იზორიამ.

რაც შეეხება შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ, 23 წლის გიორგი შენგელიას ოჯახის მტკიცებას, რომ მას იარაღი არ ექნებოდა, თავდაცვის მინისტრის განმარტებით, შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 100 მეტრში ნაპოვნი იქნა იარაღი.

მისივე თქმით, გამოძიება გრძელდება და მიმდინარეობს იმ ორი თანმხლები პირის დადგენა.

,,შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი იქნა, ამ ცენტრიდან დაახლოებით 100 მეტრში მობილური ტელეფონი, პისტოლეტიც," - აღნიშნა ლევან იზორიამ.

ნინო ექვთიმიშვილი

„მეცოდებიან, ღირსეული მტერი არ არის“ - ნანა ჯორჯაძე მმართველ ხელისუფლებაზე

19 ნოემბერი, 2024 , 13:23

მეცოდებიან, ღირსეული მტერი არ არის, -  ამბობს ნანა ჯორჯაძე მმართველ ხელისუფლებაზე. რეჟისორი, რომელიც დილიდან მელიქიშვილის გამზირზე დგას,  ამბობს, რომ მისი ბიოგრაფიის განმავლობაში, ასეთ "მშიშრებს და ნაძირლე

ძალიან საბჭოურია - ჟიგიმანტას პავილიონისი

11 ნოემბერი, 2024 , 12:26

3-4 წლის წინ შევამჩნიე, ვინც კი ქართულ მთავრობას აკრიტიკებდა, შეხვედრები აღარ ხდებოდა.  ეს არის საბჭოთა მიდგომა, - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა განაცხადა, რითაც საქართველო

დამირეკეს გენერალური პროკურატურიდან, მიბარებენ მოწმის სახით გამოკითხვაზე, მივალ არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით - მამუკა ხაზარაძე

5 ნოემბერი, 2024 , 12:20

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს - ამის შესახებ ოპოზიციონერი ლიდერი სოციალურ ქსელში წერს. ხაზარაძე ამბობს, რომ პროკურატურაში არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით

ბრძანებს მე გავცემ მარტო გაზზე კი არა, ყველაფერზე, წყლის ჭავლზეც - ვახტანგ გომელაური

24 ოქტომბერი, 2024 , 15:34

ბრძანებს მე გავცემ მარტო გაზზე კი არა, ყველაფერზე, წყლის ჭავლზეც, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ბრძანება შეიცვალა 2021 წელს და გამოვიყენეთ ევროპული

ამას დავარქმევდი ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში თავხედურ ჩარევას - ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

9 ოქტომბერი, 2024 , 16:34

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას ანტიქართულს უწოდებს და ამბობს, რომ ეს ქვეყნის შიდა საქმეებში „თავხედური ჩარევა

იოცნებოს, მაგრამ ეს არის ის `ოცნება`, რომლის ასრულებასაც ის ვერ მიაღწევს და ვერ მიაღწევს, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი მოხდეს - ეკა ბესელია

7 ოქტომბერი, 2024 , 14:59

იოცნებოს, მაგრამ ეს არის ის "ოცნება", რომლის ასრულებასაც ის ვერ მიაღწევს - ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, რომელმაც დღეს "ქართული ოცნების" სახელით, პრეზიდენ