არქივი
რეგიონები
გუშინ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის საშუალებით კახეთის ოთხ რაიონში ძლიერი სეტყვასაშიში ღრუბლის მასები განეიტრალდა
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 7 სექტემბერს კახეთის ოთხ რაიონში 1800 კვ.კმ საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც სისტემამ 41 რაკეტა გაისროლა.
სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა 7 სექტემბერს დღის მეორე ნახევარში სიღნაღის, ყვარელის, ლაგოდეხის და დედოფლისყაროს რაიონებში 1800 კვ.კმ საერთო ფართობის მქონე ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა, რისთვისაც გასროლილი იქნა 41 ერთეული რაკეტა.
„დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის ინფორმაციით, რეგიონში ღრუბლის მასებმა შემოსვლა სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან 7 სექტემბრის საღამოს საათებში დაიწყო. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % ს მიაღწია, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 15 მმ იყო.
19:15 საათიდან 20:30 საათამდე ღრუბლის მასები 41 ერთეული რაკეტით რამდენიმე ეტაპად დამუშავდა.
დამუშავების შედეგად აღნიშნულ რაიონებში ნალექის უდიდესი ნაწილი ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა.
საკვანძო სიტყვები:
ქვემო ქართლში, ბოლნისი-დმანისის სატყეო უბანზე ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
12 ნოემბერი, 2025 , 12:20
პოლიციამ პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ფოთში ერთი პირი დააკავა
11 ნოემბერი, 2025 , 11:51
Mastercard Corporate Card - პირველი პრემიალური ბიზნესბარათი რეგიონში საქართველოს ბანკისგან
7 ნოემბერი, 2025 , 20:12
პროკურატურამ ფოთის მერიის ყოფილ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა
7 ნოემბერი, 2025 , 12:17
საქართველოს ბანკის შეთავაზება რეგიონებში – ისარგებლეთ ნაწილ-ნაწილით პირველად და მიიღეთ 30% ქეშბექი
7 ნოემბერი, 2025 , 12:13
ირაკლი კობახიძემ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულად ილია ჯალაღანია დანიშნა
29 ოქტომბერი, 2025 , 13:50

