უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

4 ივლისი, 2017 18:40
font-size

გვაქვს ამბიციური გეგმა ევროპის საბჭოსთან გადავიდეთ მონიტორინგის ეტაპიდან პოსტმონიტორინგის ეტაპზე - ირაკლი კობახიძე

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს აქვს ამბიციური გეგმა, რომ ევროპის საბჭოსთან მონიტორინგის ეტაპიდან პოსტმონიტორინგის ეტაპზე გადავიდეს.

ამის შესახებ კობახიძემ სტრასბურგში განაცხადა, სადაც სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარემ უკვე გამართა შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან.

კობახიძის თქმით, გამართულ შეხვედრაზე საუბრის ძირითადი თემა საკონსტიტუციო რეფორმა იყო.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მას აქვს ძალიან მკაფიო პასუხები იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომლებიც არსებობს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით.

„განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე პროცესები, რეფორმები, რომელიც ხორციელდება. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ საკონსტიტუციო რეფორმას. დეტალებში მიმოვიხილეთ ეს საკითხი, ასევე გვქონდა საუბარი სხვა მიმართულებით, განსახორციელებელ რეფორმებზე.
ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, რომელიც დაკავშირებულია ევროპის საბჭოსთან ჩვენს თანამშრომლობასთან და ეს ამბიციური გეგმა გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვინდა გადავიდეთ მონიტორინგის ეტაპიდან პოსტმონიტორიგნის ეტაპზე და ამისათვის ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ.

ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პასუხები იმ კითხვებთან დაკავშირებით, რომლებიც არსებობს ძალიან წარმატებულ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით და ამ ყველაფერზე გვექნება დეტალური საუბარი ჩვენს ევროპელ მეგობრებთან.

წარმატებული რეფორმის შეჩერება იქნება არასწორი, ეს არის წარმატებული რეფორმა, რომელიც ხორციელდება წარმატებით და რომელიც წარმატებით იქნება ბოლომდე მიყვანილი შემოდგომაზე“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა „ქართული ოცნების“ მხრიდან მორიგი ანტიკონსტიტუციური განაცხადია, „ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი - ირაკლი კუპრაძე

24 ოქტომბერი, 2025 , 13:59

„ძლიერ საქართველო-ლელოს“ მზად გვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც უახლოეს დღეებში (ორშაბათს) შევიტანთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო შემდეგ კი მივმართავთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასა

განათლების სამინისტროში რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა

24 ოქტომბერი, 2025 , 11:43

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში, რეორგანიზაციის ფარგლებში, უწყების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის მიზნით, რამდენიმე სტრუქტურული ცვლილება განხორციელდა. ამის შესახებ საქართველოს განათლები

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, პირიქით, ეს არის არადიპლომატიური, არადემოკრატიული პრაქტიკა - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:48

ევროკავშირის საელჩოს მიერ კონკრეტული კრიმინალის წერილზე პასუხი არავითარი დიპლომატიური პრაქტიკა არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მე

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში, ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი - ირაკლი კობახიძე

23 ოქტომბერი, 2025 , 10:39

რადიკალური ოპოზიცია არის უცხოელი აგენტების ერთობლიობა და ისინი მოქმედებენ საკუთარ პატრონებთან კოორდინაციაში. ეს არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ღალატი., – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა

22 ოქტომბერი, 2025 , 10:55

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრში აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმი გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პატრონაჟით 22-23

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე

21 ოქტომბერი, 2025 , 15:38

ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად&