უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


გვეუბნებიან, რომ თუ არ გავაუქმებთ კანონს, რომლითაც იკრძალება სქესის შესახებ ჩანაწერის გადაკეთება, ან ერთსქესიანი ქორწინება, არ მოგვცემენ პრივილეგიებს, ასევე თუ არ გავაუქმებთ „გამჭვირვალობის კანონს`, შეიძლება დაგვსაჯონ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, ეს არის სამარცხვინო შანტაჟის მცდელობა - ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის ბიუროკრატიას კიდევ ერთხელ ვეუბნებით - დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, რა უდგას წინ ჩვეულებრივად დაჯდომას და ლაპარაკს - ბუნებრივია, არაფერი. რომ ვერ გვიჯდებიან მაგიდასთან, ეს არის ზუსტად იმის დასტური, რომ მათ არ აქვთ არგუმენტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის სამარცხვინო შანტაჟის მცდელობა და ამიტომ არ არის მათთვის მისაღები მაგიდასთან დაჯდომა.
„გპირდებით, რომ საქართველოში ვერავინ მივა სამოქალაქო რეესტრში და ვერ გადაკეთდება - თუ არის ქალი - კაცად ან თუ არის კაცი - ქალად. ეს არის ჩემი დაპირება. ეს მოთხოვნა მათ აქვთ მთელი ევროპის მასშტაბით. გვეუბნებიან, რომ თუ არ გავაუქმებთ იმ კანონს, რომლითაც იკრძალება, მაგალითად სქესის შესახებ ჩანაწერის გადაკეთება, არ მოგვცემენ პრივილეგიებს, ასევე თუ არ გავაუქმებთ იმ კანონს, რომლითაც იკრძალება ერთსქესიანი ქორწინება ან პარტნიორობა. თუ ეს კანონი არაფერს ცვლის, მაშინ რატომ ითხოვენ მის გაუქმებას, თუ უსარგებლო კანონია. ლოგიკა ხომ გაქვთ. ამბობენ, რომ სამოქალაქო რეესტრში მე რომ მივიდე, უნდა შევძლო, ქალად ჩავეწერო ან თქვენ რომ მიხვიდეთ, უნდა შეძლოთ, კაცად ჩაეწეროთ. გვეუბნებიან, რომ ეს არღვევს ადამიანის უფლებებს. ეს ხომ სირცხვილია. არის არაერთი ქვეყანა, რომელიც დღემდე იბრძვის და ამ ბრძოლისთვის ისინი ფასსაც იხდიან, მათ შორის, უნგრეთი. უნგრეთს დაფინანსება შეუჩერეს კონკრეტულად ორი მიზეზის გამო, ეს არის ლგბტ თემა და ის, რომ მიგრანტებს არ უშვებს თავის ქვეყანაში. ასეთია დღეს Deep State-ის და მის მიერ მართული ევროპული ბიუროკრატიის სახე. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების ბოლომდე დაცვაზე. ეროვნული ინტერესები არის ამ ქვეყანაში მშვიდობის, სიმშვიდის დაცვა, ამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. გვეუბნებიან, რომ ჩვენ უნდა გავაუქმოთ „გამჭვირვალობის კანონი". „გამჭვირვალობის კანონის" მიზანია, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სტაბილურობა. ესენი გვეუბნებიან, რომ თუ არ გავაუქმებთ „გამჭვირვალობის კანონს", შეიძლება დაგვსაჯონ ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით. „გამჭვირვალობის კანონი" არაფერს კრძალავს, ერთადერთი, რასაც ავალებს NGO-ებს, ეს არის ყოველწლიური დეკლარაციის გამოქვეყნება. როცა უცხო ძალის ინტერესებს ატარებ, ერთადერთი, რაც მოგეთხოვება, ეს არის გამჭვირვალობა", - განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:

ჩვენი საზოგადოება უკვე თავისუფლად ახერხებს თეთრი შავისგან გაარჩიოს - ბიძინა ივანიშვილი
4 ოქტომბერი, 2025 , 09:59

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს
4 ოქტომბერი, 2025 , 08:29
დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
4 ოქტომბერი, 2025 , 08:21

არანაირი თავისუფალი ადგილობრივი არჩევნები არ ჩატარდება ხვალ, ეს იქნება ჩვეულებრივი ფარსი და საზოგადოების დაცინვა - სალომე ზურაბიშვილი
3 ოქტომბერი, 2025 , 19:28
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ თბილისი „ქართულ ოცნებას“ არ გავატანოთ და კახა კალაძეს არ დავუტოვოთ - მამუკა ხაზარაძე
3 ოქტომბერი, 2025 , 15:34
„ნაცმოძრაობის“ გეგმა სისხლიანია, ევროპის საბჭოს რეზოლუციით თავის თავზე აიღეს პასუხისმგებლობა, თუ აქ რაიმე უბედურება მოხდება - გია ვოლსკი
3 ოქტომბერი, 2025 , 15:25